ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში მყოფ 5  პირს  კორონავირუსი არ დაუდასტურდა

ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში მყოფ ხუთ მოქალაქეს ლაბორატორიული კვლევის შედეგად კორონავირუსი არდაუდასტურდა.

როგორც აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს, ისინი საკარანტინო სივრციდან ტემპერატურის მატებით კლინიკაში დღეს მოათავსეს. მათ მოგზაურობის ისტორია აქვთ.

რაც შეეხება სამ ინფიცირებულს, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ჩივილები არ აღენიშნებათ.

ცნობისთვის, აჭარაში საკარანტინო სივრცეში 900-ზე მეტი მოქალაქე იმყოფება.​

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო