აჭარაში  საკარანტინო სივრცეში მყოფ პირთა რიცხვი 1000-ს აღწევს

აჭარაში საკარანტინო სივრცეში მყოფთა რაოდენობა 1000-ს აღწევს. ამის შესახებ აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ნინო ნიჟარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი ინფორმაციით, ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში ცოტა ხნის წინ საკარანტინო სივრციდან ორი მოქალაქე მოათავსეს, მათ ტემპერატურის მატება აღენიშნებათ.

ნინო ნიჟარაძის განმარტებით, აღნიშნულ ორ პირზე კვლევის შედეგები ხვალ გახდება ცნობილი.

"ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში, ორი ადამიანი საკარანტინო სივრციდან, ტემპერატურის მატებით შეიყვანეს. ლაბორატორიული კვლევის შედეგები ხვალ იქნება ცნობილი.

აჭარაში საკარანტინო სივრცეში საერთო ჯამში 1000-მდე პირი იმყოფება. თუ რაიმე საეჭვო ჩივილი აღენიშნებათ, მათ გადაყვანა დროულად ხდება კლინიკაში. თვითიზოლაციაში მყოფებზე აქტიური მეთვალყურეობა ხდება ძალოვანი უწყებებისა და ეპიდემიოლოგიური სამსახურის მიერ, მოსახლეობას მოვუწოდებ, რომ მასიური შეკრებებს მოერიდონ. საჭირო შემთხვევებში გამოვიდნენ გარეთ და დაიცვან წესები, რაც შეეხება ინფიცირებულების ჯანმრთელობის მდგომარეობას, დამაკმაყოფილებელია და ცუდისკენ არ პროგრესირებს. სამივე ინფიცირებულის მდგომარეობა კარგია",- განაცხადა ნინო ნიჟარაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა