ანა ნაცვლიშვილი -  საგანგებო მდგომარეობის შემოღებას არავითარი აზრი არ ექნება, თუ შეზღუდვები არ გავრცელდება ყველაზე და ყველაფერზე, მათ შორის რელიგიურ აქტორებზე!

საგანგებო მდგომარეობის შემოღებას არავითარი აზრი არ ექნება, თუ შეზღუდვები არ გავრცელდება ყველაზე და ყველაფერზე, მათ შორის რელიგიურ აქტორებზე! - ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება ,,ლელო საქართველოსთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, რა ღირებულება აქვს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას, თუ ის ვერ უზრუნველყოფს სოციალურ დისტანცირებას.

,,საგანგებო მდგომარეობა არის უკიდურესი ზომა დემოკრატიულ სახელმწიფოში, რომელსაც ხელისუფლებამ შეიძლება მიმართოს მხოლოდ მაშინ, როცა საზოგადოებას ემუქრება კრიტიკული საფრთხე. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება ხელისუფლებას აძლევს შესაძლებლობას, უკიდურესად შეგვზღუდოს მოქალაქეები, მაგრამ მხოლოდ იმ დოზით რომელიც აუცილებელია ამ კრიტიკული საფრთხის შესაჩერებლად.

საგანგებო მდგომარეობის შემოღებას არავითარი აზრი არ ექნება, თუ შეზღუდვები არ გავრცელდება ყველაზე და ყველაფერზე, მათ შორის რელიგიურ აქტორებზე!

სხვაგვარი განმარტება და მოქმედება ადამიანების გაწირვაა სიკვდილისთვის და საზოგადოების გაწირვა იმისთვის, რომ არასოდეს შევდგეთ სახელმწიფოდ, არამედ დავრჩეთ ტერიტორიად, სადაც ყველა თანასწორია, მაგრამ ზოგი უფრო თანასწორია და უფლება აქვს, კანონზე და საზოგადოების სასიცოცხლო ინტერესზე მაღლა დადგეს!

რა ღირებულება აქვს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას, თუ ის ვერ უზრუნველყოფს სოციალურ დისტანცირებას, რასაც ყველა სპეციალისტი ასახელებს უმთავრეს ამოცანად?

ხელისუფლებამ მოახერხა და ერთი დიდი სამართლებრივი და პოლიტიკური გაუგებრობა შექმნა, მაშინ როდესაც საქმე დგას მარტივად: უნდა დავრჩეთ სახლში, ვაკეთოთ, ვილოცოთ, ვიშრომოთ, ვიფიქროთ, ვიზრუნოთ სახლიდან და ამით გადავარჩინოთ საკუთარი და სხვების სიცოცხლე!" - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა, რომლის კომენტარსაც „ლელო საქართველოსთვის“ ავრცელებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა