გიორგი გახარია - როცა მივდივართ მასობრივი თავშეყრის ადგილებზე, იმას არ ნიშნავს, რომ გმირები ან თამამები ვართ

როცა ჩვენ მივდივართ მასობრივი თავშეყრის ადგილებზე, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გმირები ან თამამები ვართ, -ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ უბრალოდ პატივს არ ვცემთ იმ ადამიანებს, რომლებიც ჩვენ გვერდით არიან, პატივს არ ვცემთ ჩვენს მშობლებს და ჩვენი ოჯახის წევრებს.

"მინდა თითოეულ ჩვენს მოქალაქეს მოვუწოდო, რომ ჩვენი ნაბიჯი დღეს არ ნიშნავს მხოლოდ პასუხისმგებლობას ჩვენს ჯანმრთელობასა და ჩვენს სიცოცხლეზე. ეს ნიშნავს პასუხისმგებლობას ჩვენს გვერდზე მდგომი, ჩვენი ოჯახის წევრების, ჩვენი მეზობლის, ჩვენი მოქალაქის, ჩვენი კოლეგის და საბოლოო ჯამში, ქვეყნის ჯანმრთელობასა და მომავალზე",- განაცხადა გახარიამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა