გიორგი გახარია - სწრაფი ტესტების შემოტანა არ დაგვიანებულა, სწრაფი ტესტები არ არის პანაცეა, ზოგიერთი უპასუხისმგებლო პოლიტიკოსის პოლიტიკური ინსტრუმენტია

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, საქართველოში სწრაფი ტესტების შემოტანა არ დაგვიანებულა.

მისივე თქმით, სწრაფი ტესტები არ არის პანაცია და ეს ზოგიერთი უპასუხისმგებლო პოლიტიკოსის პოლიტიკური ინსტრუმენტია.

„სწრაფი ტესტების შემოტანა არ დაგვიანებულა. თქვენ წარმოდგენა არ გაქვთ, როგორი იყო მარნეულის "ქეისის" განვითარება. სწრაფი ტესტები არ არის პანაცეა, ეს არის პოლიტიკური ინსტრუმენტი ზოგიერთი უპასუხისმგებლო პოლიტიკოსის, რომელსაც წარმოდგენა არ აქვს ამ ტესტებს შემდგომ განვითარების რა ეტაპები უნდა მოჰყვეს და რა არის ქვეყნის სტრატეგია გაუმკლავდეს მსგავს გამოწვევებს. სირცხვილია, როდესაც ასეთ მდგომარეობაში ადამიანები ცდილობენ, დამატებითი მოგების მიღებას, იქნება ეს ფინანსური მოგება თუ დამატებითი პოლიტიკური დივიდენდები. ჩვენ ვშრომობთ და ვმუშაობთ მხოლოდ იმისთვის, რომ როგორმე მინიმალური დანაკარგებით ჯანმრთელობის და ეკონომიკისთვის ვუპასუხოთ ამ გამოწვევას",- განაცხადა გიორგი გახარიამ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი