პრემიერი -  მინდა ყველამ დავაფასოთ ის, რაც ბევრ ეკლესიაში მოხდა - მესმის, რამხელა სამოქალაქო პასუხისმგებლობაა საჭირო, მრევლს სთხოვო, ეკლესიის გარეთ დადგეს და გარკვეული დისტანცია დაიცვას

ჩვენ თუ ვთანხმდებით, რომ ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა ჩვენთვის ყველაზე მაღალი ფასეულობაა, მაშინ არაფერს არ ნიშნავს და არაფერი არ ღირს 2 მეტრი დისტანციის დაცვა, რომელიც შეუძლია როგორც სახელმწიფოს, ასევე ეკლესიას, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, რამდენად საფრთხის შემცველია ეკლესიებში წირვა-ლოცვებზე დასწრება, კორონავირუსის გავრცელების თვალსაზრისით. მისი განცხადებით, ვირუსის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლაში ყველაზე ეფექტური ინსტრუმენტი დისტანციის დაცვაა და არ აქვს მნიშვნელობა სად იქნება ეს - სუპერმარკეტში თუ ეკლესიაში. ამასთან, გახარიამ დასძინა, რომ ეს ფაქტორი ხელს შეუშლის პრობლემასთან უფრო ეფექტურად გამკლავებას.

„ეს, რა თქმა უნდა, ხელს შეუშლის იმას, რომ ჩვენ უფრო ეფექტურად გავუმკლავდეთ ამ გამოწვევას. ეს გასაგებია, ჩვეულებრივი, მარტივი თემაა. ამასთან ერთად, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო და მინდა ყველამ დავაფასოთ ის, რაც ბევრ ეკლესიაში მოხდა, რაც ბევრმა მამაომ გააკეთა. მესმის, რამხელა სამოქალაქო პასუხისმგებლობაა საჭირო, მრევლს სთხოვო ეკლესიის გარეთ დადგეს და გარკვეული დისტანცია დაიცვას. ასე იქმნება სახელმწიფოები. ასე ვყალიბდებით ჩვენ, როგორც წარმატებული სახელმწიფო. რა თქმა უნდა, პრობლემებიც უამრავია და ჩემი, როგორც მთავრობის ხელმძღვანელის, ვალდებულებაა ჯანმრთელობაზე ზრუნვა. დღეს ჩვენ გვაქვს ყველაზე ეფექტური ინსტრუმენტი: დავიცვათ ერთმანეთთან დისტანცია და არ აქვს მნიშვნელობა, სად იქნება ეს - ეკლესიაში თუ სუპერმარკეტში. როდესაც ვიღაცა საუბრობს იმაზე, 10 ადამიანი ბევრია თუ ცოტა, არანაირი მნიშვნელობა ამას არ აქვს, თუ ადამიანი ზრუნავს თავისი მოქალაქის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე. როდესაც ვიღაცებს უნდათ თავისი პოლიტიკური ინტერესიდან გამომდინარე გამოიყენონ მთავრობას და ეკლესიას შორის დაპირისპირება, ესეც პოლიტიკური სპეკულირების თემაა. არსებობს გარკვეული საკითხები, რომელიც სენსიტიურია და არ არის მარტივად გადასაწყვეტი, მაგრამ ჩვენ თუ ვთანხმდებით, რომ ადამიანის, არ აქვს მნიშვნელობა ის მრევლია თუ არა, სიცოცხლე და ჯანმრთელობა ჩვენთვის ყველაზე მაღალი ფასეულობაა, მაშინ არაფერს არ ნიშნავს და არაფერი არ ღირს 2 მეტრი დისტანციის დაცვა, რომელიც შეუძლია როგორც სახელმწიფოს, ასევე ეკლესიას “, - განაცხადა გახარიამ.

იხილეთ ვიდეო: "მესმის რამხელა სამოქალაქო პასუხისმგებლობაა საჭირო, როდესაც მრევლს სთხოვ, რომ ეკლესიის გარეთ იყვნენ და გარკვეული დისტანცია დაიცვან"

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა