გიორგი გახარია - ვფიქრობ, „აირზენას“ დირექტორი ელოდება, რაც უფრო მეტ ფულს გადაუხდიან, სხვას არაფერს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, კომპანია „აირზენას“ დირექტორი ელოდება იმას, რომ რაც შეიძლება მეტ ფულს გადაუხდიან და სხვას არაფერს.

მისივე თქმით, ხელისუფლების ამოცანაა, რაც შეიძლება სწრაფად და ორგანიზებულად გამოიყვანონ საქართველოს მოქალაქეები მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებიდან.

გახარიას თქმით, ქვეყანაში საგანგებო სიტუაციაა და კომპანიები უნდა მოქმედებდნენ ამ მდგომარეობის შესაბამისად, წინააღმდეგ შემთხვევებში, მათ მიმართ სხვადასხვა ტიპის სანქციებს გამოიყენებენ.

„მე ვფიქრობ, „აირზენას“ დირექტორი ელოდება იმას, რაც უფრო მეტ ფულს გადაუხდიან და სხვას არაფერს. ჩვენი ამოცანა არის მარტივი, მაქსიმალურად სწრაფად, ორგანიზებულად, ჩვენი მოქალაქეები გამოვიყვანოთ ევროპის და საერთოდ, მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებიდან.

რაც შეეხება კონკრეტულ შემთხვევას, არავის არ დაავიწყდეს, რომ არის საგანგებო მდგომარეობა. თუ კომპანიები, საგანგებო მდგომარეობის შესაბამისად არ შეასრულებენ ვალდებულებებს, რომლებსაც მათ დააკისრებს სახელმწიფო, ჩვენი მოქალაქეების ინტერესებიდან გამომდინარე, ამ კომპანიების ხელმძღვანელებს ჯერ დაეკისრებათ ჯარიმა, შემდგომ დაეკისრებათ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა და კომპანიები იქნებიან ექსპროპრირებული სახელმწიფოს ინტერესებში, დროებით რა თქმა უნდა, იმისთვის, რომ სახელმწიფომ დაიცვას თავისი ინტერესები“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა