მარინა ეზუგბაია - ინფექციურ საავადმყოფოში მყოფი 30 პაციენტიდან 4-ის მდგომარეობა სერიოზულია, პრობლემური პაციენტები არიან

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, მათ კლინიკაში მყოფი კორონავირუსით ინფიცირებული 30 პაციენტიდან 4 პრობლემურია.

როგორც ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, მათ კორონავირუსთან ერთად, თანმდევი დაავადებებიც აქვთ.

„ჩვენთან მყოფი 30 პაციენტიდან 4-ის მდგომარეობა პროგრესულად სერიოზულია, ანუ პრობლემური პაციენტები არიან. ეს პრობლემურობა გამოწვეულია ამ ოთხი პაციენტის ასაკობრივი ზღვარის გამო, ერთ-ერთ მათგანს მაღალი ასაკობრივი ხანდაზმულობით და პარალელურ რეჟიმში, თითოეულ პაციენტთან არის თანაარსებული მძიმე დაავადებები. ერთთან არის მძიმე ნევროლოგიური დაავადება, მეორესთან მძიმე ჰიპერტონიული დაავადება, შაქრიანი დიაბეტი და მძიმე პნევმონია. ჯერჯერობით, არსებულ მკურნალობას გარკვეულწილად ექვემდებარებიან და ასეთი მზარდი პროგრესირება არ შეინიშნება. ვიმედოვნებთ, რომ ასე გაგრძელდება, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ მიუხედავად მკურნალობისა, შეიძლება დაავადების პროგრესირება გაგრძელდეს და პროგნოზი ყოველთვის არის შესაძლებელი, რომ არ იყოს კარგი”, - განაცხადა ეზუგბაიამ.

იხილეთ ვიდეო: ინფექციურ საავადმყოფოში მყოფი 30 პაციენტიდან 4-ის მდგომარეობა სერიოზულია, პრობლემური პაციენტები არიან - მარინა ეზუგბაია

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა