„ჯორჯიან მანგანეზის“ ინფორმაციით, კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ ჭიათურის სამთო-გამამდიდრებელ კომბინატსა და ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობენ

კომპანია „ჯორჯიან მანგანეზი“ ახალი კორონავირუსის (COVID 19) გავრცელების წინააღმდეგ ჭიათურის სამთო-გამამდიდრებელ კომბინატსა და ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში ყოველდღიურ რეჟიმში, ყველა საწარმოო და საყოფაცხოვრებო ობიექტზე, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული რეკომენდაციების გათვალისწინებით უწყვეტ რეჟიმში მუშაობს, - ამის შესახებ ნათქვამია „ჯორჯიან მანგანეზის: მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. მათივე ცნობით,კომპანიამ ქვეყანაში შრომის, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციებისა და ბრძანების შესაბამისად, 2020 წლის 21 მარტიდან შემდგომი ღონისძიებების გატარება დაიწყო:

კერძოდ, კომპანიის ინფორმაციით, „ჯორჯიან მანგანეზმა“ დასაქმებულებს რესპირატორული საშუალებები დაურიგა;

მათივე ცნობით, უზრუნველყოფილია ყოველდღიური სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარება იმ მიკროავტობუსებში, რომლითაც კომპანია დასაქმებულთა ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს;

„ჯორჯიან მანგანეზის“ დასაქმებულთათვის სავალდებულოდ განისაზღვრა პირბადის მუდმივად ტარება, სამუშაო ადგილზე გამოცხადებიდან საცხოვრებელ ადგილებამდე დაბრუნებამდე; „ჯორჯიან მანგანეზის“ ყველა საწარმოო ობიექტზე სადეზინფექციო სამუშაოები ყოველდღიურად ტარდება, ტერიტორიები მუშავდება სპეციალური ხსნარით, შენობებთან დამონტაჟებულია ანტისეპტიკური საშუალებები; საწარმოო ობიექტებზე განთავსებულია საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები და ინსტრუქციები; კომპანიამ ათი ათასამდე ლიტრი სადეზინფექციო საშუალება შეიძინა.

„ჯორჯიან მანგანეზი“ სახელმწიფო სტრუქტურებთან მუდმივ კოორდინაციაშია და იმედოვნებს, რომ ქვეყანა კორონავირუსთან გამკლავებას დროულად შეძლებს“, - აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს