ვანში მცხოვრები სიმონიების ოჯახი სამართალდამცველებს მამაკაცის მკვლელობაში ადანაშაულებს

ვანის მუნიციპალიტეტში მცხოვრები თეონა სიმონია სამართალდამცველებს მეუღლის მკვლელობაში ადანაშაულებს. თეონა სიმონიას თქმით, მისი მეუღლე 13 მარტს საბერძნეთიდან ჩამოვიდა, ის აეროპორტიდან სახლში გაუშვეს, 17 მარტს ღამით, ოჯახში შევიდა ვანის პოლიცია, ჩატარდა ჩხრეკა და 29 წლის შალვა სიმონია განყოფილებაში წაიყვანეს. მას ბრალად ვანში მარკეტის ყაჩაღობა ედებოდა.

"შემოვარდნენ ღამით, დაიწყეს ჩხრეკა, წაიყვანეს პოლიციაში. 18 მარტს სამტრედიის დროებითი მოთავსების იზოლატორში ადვოკატმა მოინახულა, მას სხეულზე რაიმე დაზიანება არ აღენიშნებოდა. 19 მარტს ჩვენს ადვოკატს დაუკავშირდა გამომძიებელი და უთხრა, რომ დაკავებულმა თვითმკვლელობა სცადა და საავადმყოფოში იყო გადაყვანილი. გავიქეცით სამტრედიაში, მოგვიანებით, გვითხრეს, რომ დაკავებული სამტრედიის საავადმყოფოში გარდაიცვალა", -განაცხადა თეონა სიმონიამ.

მისი თქმით, მამაკაცს სხეულზე მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება, თუმცა ნაჭდევი არ აქვს ყელის არეში, რაც თვითმკვლელობის ვერსიას გამორიცხავს.

თეონა სიმონიას თქმით, მათ ორი არასრულწლოვანი შვილი ყავთ და მისი მეუღლე თავს არ მოიკლავდა.

ამასთან, შსს-მ 21 მარტს აღნიშნულ საქმეზე ინფორმაცია გაავრცელა. მასში აღნიშნულია, რომ "18 მარტს შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე, ყაჩაღობის ბრალდებით, წარსულში ყაჩაღობისთვის ნასამართლევი, 1990 წელს დაბადებული შ.ს. დააკავეს.გამოძიებით დადგინდა, რომ შ.ს.-მ ქალაქ ვანში, სუპერმარკეტ "მაგნიტის" მოლარე-ოპერატორს, ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით, ფული გასტაცა.სამართალდამცველებმა დაკავებული დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს, სადაც ბრალდებულმა შ.ს.-მ თვითმკვლელობა სცადა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.ბრალდებული სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, თუმცა მისი სიცოცხლის გადარჩენა ვერ მოხერხდა და სამწუხაროდ, გარდაიცვალა.თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე დაწყებული სისხლის სამართლის საქმე, შემდგომი გამოძიების უზრუნველყოფის მიზნით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს უკვე გადაეგზავნა".

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა