ექიმის ინფორმაციით, გორის სამხედრო ჰოსპიტალში კორონავირუსით ინფიცირებული ორი პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

თავდაცვის სამინისტროს გორის სამხედრო ჰოსპიტალში მოთავსებული ორი ინფიცირებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, - ამის შესახებ ჰოსპიტალის დირექტორმა დავით ბარლიანმა განაცხადა. ბარლიანის ინფორმაციით, ამ დროისთვის, სამხედრო ჰოსპიტალის საკარანტინო ზონასა და ბოქსირებულ პალატებში მოთავსებულია 53 პაციენტი.

,,სამხედრო ჰოსპიტალის საკარანტინო ზონასა და ბოქსირებულ პალატებში მოთავსებულია 53 პაციენტი. აქედან 33 სამხედრო მოსამსახურეა, 20 კი - სამოქალაქო პირი, რომელთაგან ერთი უცხო ქვეყნის მოქალაქეა. ყველას მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. რაც შეეხება ახალი კორონავირუსით ინფიცირებულებს, ორივე პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ორივე მათგანის შემთხვევაში, სუსტადაა გამოხატული კლინიკური ნიშნები. გუშინ, დამატებით გაიგზავნა 5 სინჯი და ყველა პასუხი უარყოფითია. ამ წუთებში მიმდინარეობს სკრინინგი და გადაწყდება, კიდევ რამდენი ნიმუში გაიგზავნება ლაბორატორიაში“, - განაცხადა გორის სამხედრო ჰოსპიტალის დირექტორმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა