ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში კორონავირუსის საეჭვო სიმპტომებით მოთავსებული 6 პირიდან ერთი უცხო ქვეყნის მოქალაქეა

ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებში კორონავირუსის საეჭვო სიმპტომებით მოთავსებული 6 პირიდან ერთი უცხო ქვეყნის მოქალაქეა.

კლინიკის ექიმის, დავით მურვანიძის განცხადებით, აღნიშნული პირი საკარანტინო სივრცეში იმყოფებოდა.

კლინიკაში აცხადებენ, რომ ლაბორატორიულ კვლევის შედეგებს ელოდებიან.

„გუშინ, გვიან ღამით საკარანტინო სივრციდან უცხო ქვეყნის ერთი მოქალაქე ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში შემოიყვანეს. იგი 40 წლამდე პირია. მე ვიცი, რომ იგი საკარანტინო სივრციდან გადმოიყვანეს", - განაცხადა კლინიკის ექიმმა დავით მურვანიძემ.

ამასთან, ვრცელდება ინფორმაცია, რომ აღნიშნული პირი ერთ-ერთ სასტუმროში იმყოფებოდა, რომელიც არ არის საკარანტინო სივრცე.

ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში ინფიცირებული სამი პირის გარდა, ექვსი პირი იმყოფება და მათი ლაბორატორიული კვლევის შედეგები დღეს გახდება ცნობილი.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა