დონალდ ტრამპმა კიმ ჩენ ინს კორონავირუსთან ბრძოლაში თანამშრომლობა შესთავაზა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, ჩრდილოეთ კორეის ლიდერს, კიმ ჩენ ინს პერსონალური წერილი გაუგზავნა და კორონავირუსთან ბრძოლის დროს თანამშრომლობა შესთავაზა.

გავრცელებული ინფორმაციით, წერილში ამერიკის ლიდერი ორ ქვეყანას შორის არსებული ვითარების გაუმჯობესებისთვის მზადყოფნას გამოთქვამს.

საკითხზე კომენტარი გააკეთა კიმ ჩენ ინის დამ და აღნიშნა, რომ „სირთულეებმა და გამოწვევებმა ურთიერთობების განვითარებას გაუხსნა გზა“.

ცნობისთვის, გასულ თვეს, სახელმწიფო დეპარტამენტში აღნიშნეს, რომ ისინი მზად არიან ფხენიანს კორონავირუსთან გამკლავებაში დაეხმარონ.

ამ დროისთვის, ოფიციალური მონაცემებით, ჩრდილოეთ კორეაში კორონავირუსის არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა