გიგა ბოკერია - კორონავირუსის საბაბით არჩევნების გადადება არ გამოუვა ხელისუფლებას, ამიტომ არჩევნები ჩატარდება ოქტომბერში

ამ საბაბით არჩევნების გადადება არ გამოუვა ხელისუფლებას არც ერთ შემთხვევაში, ამიტომ არჩევნები ჩატარდება ოქტომბერში, - ასე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია პრეზიდენტის განცხადებას, რომელმაც აღნიშნა, რომ არჩევნები საგანგებო მდგომარეობის შეწყვეტიდან მხოლოდ 6 თვის თავზე ჩატარდება და იმედი გამოთქვა, რომ საგანგებო მდგომარეობა დასრულდება იმ ვადებში, რომ არჩევნების თარიღის გადადება არ გახდეს საჭირო.

„ქალბატონი სალომეს შემთხვევაში, რთულია პროგნოზირება იმისა, ვერ გამოხატა აზრი, თუ რამეს გულისხმობდა. რაც მან თქვა, ის სიმართლეს არ შეეფერება. არანაირი ამ ტიპის შეზღუდვა არ არსებობს არსად ქართულ კანონმდებლობაში და იმედი მაქვს, ეს საგანგებო მდგომარეობა რომ დასრულდება, ერთი თვის შემდეგ და ეს ყველაზე დიდი საფრთხისმომცველი ფაზა რომ გადაივლის, ამის შემდეგ, აღარ იქნება საჭირო ამის გაგრძელება და არანაირი პრობლემა არ შეექმნება არჩევნებს, ამიტომ მის სიტყვებს ვერანაირად ვერ დავეყრდნობით. რეალურად თუ მართლა ისეთი მძიმე მდგომარეობაა მთელს მსოფლიოში და აქედან გამომდინარე საქართველოშიც, რომ ფიზიკურად შეუძლებელია არჩევნების ჩატარება, ეს ყველასთვის გასაგები იქნება, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ასე არ იქნება იმ დროისთვის და ამ საბაბით არჩევნების გადადება არ გამოუვა ხელისუფლებას არც ერთ შემთხვევაში, ამიტომ არჩევნები ჩატარდება ოქტომბერში,“- განაცხადა გიგა ბოკერაიამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა