კახეთში კარანტინში მყოფ პირთა რაოდენობა 392-მდე გაიზარდა, თვითიზოლაციაში კი 373 პირი რჩება

მარნეულში, ახალი კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევის გამოვლენის შემდეგ, საზოგადოებრივი ჯანდაცვის წარმომადგენლები, კახეთში, ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ სოფლებში განსაკუთრებულ ღონისძიებებს ატარებენ. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის კახეთის რეგიონულ განყოფილებაში განაცხადეს.

ნელი ხიზანიშვილის თქმით, სოფლებში,სადაც ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოსახლეობა ცხოვრობს,ოჯახის ექიმებს მითითება მიეცათ, რომ ნებისმიერ საეჭვო პაციენტთან დააზუსტონ, მათი კავშირი ან მოგზაურობის ისტორია მარნეულთან.

კახეთის რეგიონში 6 საკარანტინო ზონაა მოწყობილი. თელავის და გურჯაანის მასშტაბით,სპეციალურად განთავსებულ საკარანტინო სივრცეებში მოთავსებული პირების რაოდენობა 392-მდე გაიზარდა. მათი მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია.

კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის ნელი ხიზანიშვილის თქმით, ასევე გაზრდილია თვითიზოლაციაში მყოფი იმ მოქალაქეები რაოდენობა,რომლებმაც საზღვარი გადმოკვეთეს.

ბოლო მონაცემებით, სპეციალისტების მეთვალყურეობის ქვეშ თვითიზოლაციაში 373 პირი რჩება. აქედან საგარეჯოში - 47, ლაგოდეხში - 38, ყვარელში - 17, გურჯაანში - 53, სიღნაღში - 51, თელავში - 87, დედოფლისწყაროში- 40, ახმეტაში - 40 ადამიანი. თვითიზოლაციიდან მოიხსნა 16 მოქალაქე.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა