მარნეულის ტერიტორიაზე შესვლის მსურველი ყველა პირი სამედიცინო შემოწმებას გადის, ავტომობილებს კი სპეციალური ხსნარით ამუშავებენ

მარნეულის მუნიციპალიტეტის შესასვლელ პუნქტთან კორონავირუსის გავრცელების პრევენციის გამო უსაფრთხოების ზომები მკაცრად კონტროლდება. როგორც „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი მარნეულთან განთავსებული ბლოკ-საგუშაგოდან იტყობინება, ადგილზე მობილიზებული არიან შსს-ს და თავდაცვის ძალების წარმომადგენლები.

მუნიციპალიტეტში შესვლის მსურველი ყველა პირი სპეციალურ სამედიცინო შემოწმებას გადის. ადგილზე ხდება მათთვის ტეპერატურის გაზომვა.

ტერიტორიაზე შესვლა შეუძლიათ მხოლოდ იმ პირებს, რომლებიც მარნეულის მინიციპალიტეტში არიან ჩაწერილები, თუმცა შესვლის შემთხვევაში, ისინი ტერიტორიას ორი კვირის განმავლობაში ვერ დატოვებენ.

ამასთან, ტერიტორიაზე შესულ ავტომობილებს სპეციალური ხსნარით ამუშავებენ.

ქვემო ქართლის გუბერნატორის, შოთა რეხვიაშვილის განცხადებით, მუნიციპალიტეტში პოლიციის კონტროლის გარეშე ვერავინ შევა და გამოვა.

„ყველა სამსახური ვართ კომუნიკაციაში. იგეგმება ყველა ოჯახთან მისვლა და შესაბამისი განმარტებების გაკეთება. არავითარი დეფიციტი არ არის სასურსათო კუთხით. ამასთან, ყველა შემოსასვლელი გზა გაკონტროლებულია პოლიციის მიერ. კონტროლის გარეშე ვერავინ შევა“, - განაცხადა შოთა რეხვიაშვილმა.

ამასთან, საგუშაგო პუნქტზე გაატარეს ყველა სატრანზიტო სატვირთო ავტომობილი იმ პირობით, რომ აღარ გაჩერდებიან მუნიციპალიტეტში.

გენშტაბის სამედიცინო დეპარტამენტის წარმომადგენლის, ექიმ მედია ჯოხაძის განცხადებით, ამოწმებენ მუნიციპალიტეტთან არსებულ ყველა საგუშაგოს, ადგილზე სხეულის ტემპერატურას უზომავენ ადამიანებს. მისივე განმარტებით, მაღალი სიცხე ან რაიმე ტიპის გართულება ჯერჯერობით არავის დაფიქსირებია.

"ჯერჯერობით არ გამოვლენილა ისეთი, ვისაც სიცხე ჰქონდა. ჩვენ აღჭურვილები ვართ. მოქალაქეებს ვთხოვთ, ნუ დამალავენ თუ ჰქონდათ პირდაპირი ან ირიბი კონტაქტი სავარაუდო ინფიცირებულთან. აღიარეთ ვისთან გქონდათ კონტაქტი იმისთვის, რომ გადარჩეს ქვეყანა და მსოფლიო. შემოწმებისას ყველა გვემორჩილება", განაცხადა ჯოხაძემ.

გიორგი ნიკოშვილის ფოტოები

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს