რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორი - მარნეულიდან გადმოყვანილ მამაკაცს, არა მარტო პნევმონია, არამედ სეფტიური შოკიც ჰქონდა - ნამდვილად დაგვიანებული მომართვა იყო

რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის, ლევან გოფოძის ინფორმაციით, მარნეულიდან გადმოყვანილი მამაკაცის შემთხვევაში, რომელიც რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობს, დაგვიანებულ მომართვას ჰქონდა ადგილი. მისი თქმით, პაციენტს საავადმყოფოში მისვლისას არა მარტო პნევმონია, არამედ სეფტიური შოკიც ჰქონდა.

„ნამდვილად დაგვიანებული მომართვა იყო, უბრალოდ მისი ოჯახის წევრებმა რატომ ჩათვალეს, რომ დიდხან დაკვირვებოდნენ მას, ამის თქმა ჩვენთვის ძალიან რთულია. პაციენტი ჩვენთან სეფტიურ მდგომარეობაში მოვიდა. მას არა მარტო პნევმონია, არამედ სეფტიური შოკიც ჰქონდა. მე როგორც ვიცი, მას სახლში, დაახლოებით, 10 დღე აკვირდებოდნენ. 10 დღის განმავლობაში ჰქონდა ცხელება, კლინიკური სხვადასხვა ნიშანი, მაგრამ არ იყო მძიმედ. თან პაციენტს გულის თანმხლები დაავადება აქვს, რიტმის მარეგულირებელი უდგას და ბუნებრივვია, რომ პაციენტი მარტივი სამართავი არ არის, თუმცა ჩვენ დავიწყეთ მკურნალობა და ვფიქრობთ, რომ სირთულეებს თავს გავართმევთ“,-აღნიშნა ლევან გოფოძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა