წყალტუბოში მოხალისეები სათნოების სახლის ბენეფიციარებს და 70 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს  საკვებ პროდუქტებს ურიგებენ

წყალტუბოს მუნიციპალიტეტში მოხალისეები თანაქალაქელებს აქტიურად ეხმარებიან - 56 გადამზადებული მოხალისე საკვებ პროდუქტებს ყოველდღიურად ურიგებს სათნოების სახლის ბენეფიციარებს და 70 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს, მიმდინარეობს მუნიციპალიტეტის სოფლებში მცხოვრები შეჭირვებული ოჯახების საჭირებების კვლევა, რათა დროულად გაეწიოთ შესაბამისი დახმარება, - ამის შესახებ ნათქვამია იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში..

მათივე ცნობით, დღეს საკვები პროდუქტები რამდენიმე მოქალაქეს თავად მუნიციპალტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა გადასცა.

„მოხალისეების რიცხვი გაიზრდება, გრძელდება მათი რეგისტრაციის პროცესი, ისინი უკვე რამდენიმე დღეა, ემსახურებიან როგორც ქალაქში, ასევე მუნიციპალიტეტის სოფლებში მცხოვრებ 70 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს, მოხალისეები დაარეგულირებენ რიგებს ბანკებსა და სასურსათო მაღაზიებში, ჩვენ 24-საათიან რეჟიმში ვმუშაობთ, რათა ჩვენმა მოქალაქეებმა თავი დაცულად იგრძნონ და გაეწიოთ ყველა საჭირო დახმარება", - განაცხადა მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა.

ამ ეტაპზე წყალტუბოს მუნიციპალიტეტში დახმარებას 446 სოციალურად დაუცველი და 70 წელს გადაცილებული მოქალაქე საჭიროებს, მოხალისეები მიღებული რეკომენდაციების მიხედვით მათ მომსახურებასა და კვების პროდუქტებით უზრუნველყოფას განაგრძობენ.

ზაქარია ქიტიაშვილი - განათლების მიმართულებით მიღებული ყველა გადაწყვეტილება ზემოდან ქვემოთ მოდელით მიიღება, რაშიც არცერთი დაინტერესებული მხარე არ არის ჩართული
ქართული პრესის მიმოხილვა 29.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა
Bybit Card ქართულ ბაზარზე - კრიპტოვალუტით გადახდის ახალი შესაძლებლობა
ინვესტიციის ახალი ფილოსოფია - ფული აღარ არის ფუფუნება