სამეგრელოში 329 პირია თვითიზოლაციაში, კარანტინში კი 26 ადამიანი იმყოფება

სამეგრელო - ზემო სვანეთში თვითიზოლაციაში 329 ადამიანი იმყოფება. როგორც რეგიონის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა ნანა ოდიშარიამ ბრიფინგზე განაცხადა, თითეული მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

მისივე თქმით, თვითიზოლაციის პერიოდი 63 პირს დაუმთავრდა.

„დღეს რეგიონში კორონავირუსის არცერთი დადასტურებული შემთხვევა არ გვაქვს. ჩვენს რეგიონში შემოყვანილია 20 პირი, მათ გაეწიათ სამედიცინო დახმარება და არც ერთი მათგანი არ ჩაითვალა კორონავირუსზე საეჭვოდ. ყველა გადავიდა თვითიზოლაციაში და გრძელდება მეთვალყურეობა. სხვადასხვა რეგიონებიდან 32 პირია დღეს საკარანტინო სივრცეში ანაკლიასა და მესტიაში. ისინი გადმოიყვანეს თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკიდან და გორის ჰოსპიტალიდან. მათ უტარდებათ სამედიცინო შემოწმება. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ამ ეტაპზე სამეგრელოში 329 პირია თვითიზოლაციაში. კარანტინში იმყოფება 26 ადამიანი, აქედან 12 იძულების წესით. 63 პირს თვითიზოლაციის ვადა დაუმთავრდა“, - ამბობს ოდიშარია.

ამავე ცნობით, ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფო და ფოთის ჰოსპიტალი მზადაა პაციენტები მიიღოს. ოდიშარია ამბობს, რომ დაწესებულებები შესაბამიის ინვენტარით აღჭურვილია.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა