მარნეულსა და ბოლნისში დღეს სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდება

სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილის, ზურაბ ლიპარტიას განცხადებით, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში დღეს 40 ერთეული შემასხურებელი აგრეგატის მეშვეობით შესაბამისი სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდება.

როგორც ლიპარტიამ მარნეულის მინიციპალიტეტის გამშვებ პუნქტთან ჟურნალისტებს გუშინ განუცხადა, შემასხურებელი აგრეგატები დასავლეთ საქართველოდან უნდა ჩამოეტანათ, დღეს დილიდან კი მარნეულის და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარებას დაიწყებენ.

მისი თქმით, მუნიციპალიტეტებში სავარაუდოდ, კონკრეტულ ლოკაციებზე მითითების შესაბამისად მოხდება სადეზინფექციო სამუშაობის ჩატარდება.

"სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტო განახორციელებს სადეზინფექციო სამუშაოებს. ძირითადი ტექნიკა, რაც ამ სამუშაოებისთვის არის განკუთვნილი, უკვე დასავლეთ საქართველოდან მოდის. ასეთი სულ 40 ერთეულია. დღეს, ერთი მანქანა იმუშავებს ავტოსატრანსპორტო მანქანების დასამუშავებლად, რომელიც გამოვა მარნეულის მუნიციპალიტეტიდან, რათა გამოირიცხოს ვირუსის გადატანის ალბათობა. დღესდღეობით ეს მანქანა საზღვარზე იმუშავებს და დაამუშავებს მანქანებს.ხვალ და ზეგ შიგნით, მუნიციპალიტეტებში ჩატარდება სამუშაოები, იმ ადგილებში, სადაც მოძრაობდა ის ქალბატონი, რომელსაც ვირუსი აღმოაჩნდა", - განაცხადა ლიპარტიამ გუშინ.

შეგახსენებთ, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტის შესასვლელ პუნქტთან კორონავირუსის გავრცელების პრევენციის გამო უსაფრთხოების ზომები მკაცრად კონტროლდება.

მუნიციპალიტეტში შესვლის მსურველი ყველა პირი სპეციალურ სამედიცინო შემოწმებას გადის. ადგილზე ხდება მათთვის ტემპერატურის გაზომვა.

ტერიტორიაზე შესვლა შეუძლიათ მხოლოდ იმ პირებს, რომლებიც მარნეულის მინიციპალიტეტში არიან ჩაწერილები, თუმცა შესვლის შემთხვევაში, ისინი ტერიტორიას ორი კვირის განმავლობაში ვერ დატოვებენ.

იხილეთ ვიდეო: მარნეულსა და ბოლნისში დღეს სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდება

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა