კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის ოზურგეთის შტაბის ხელმძღვანელის ინფორმაციით, მარნეულიდან ჩასულ პირებს საკარანტინო ზონაში გადაიყვანენ

ოზურგეთში, სოფელ ნაღობილევის მოსახლეობის ინფორმაციით, დღეს დილით მარნეულიდან მათ სოფელში 3 პირი ჩავიდა. ადგილობრივების ინფორმაციით, ისინი ინერტული მასალების მომპოვებელი კომპანიის ავტობაზაზე არიან დასაქმებული და 6 პირთან ერთად ერთ- ერთ კერძო სახლში ცხოვრობენ.

ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის თანამშრომლებმა ყველა მათგანი შეამოწმეს და არც ერთს დაავადებისთვის დამახასიათებელი სიმპტომები არ აღმოაჩნდა.

კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის ოზურგეთის შტაბის ხელმძღვანელის ინფორმაციით, უსაფრთხოების მიზნით მათი გადაყვანა საკარანტინო სივრცეში მოხდება.

„ამჟამად ცხრავე პირი სოფელ ნაღობილევში იზოლაციაში იმყოფება. ამ ადამიანებთან კონტაქტში მყოფი ყველა პირი იდენტიფიცირებულია და უახლოეს საათში ხსენებულ მოქალაქეებს საკარანტინო ზონაში გადაიყვანენ“, - აცხადებს კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის ოზურგეთის შტაბის ხელმძღვანელი, ირაკლი სირაძე. ადგილზე მობილიზებულებია პოლიცია

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო