დასაქმებულების ინფორმაციით, რუსთავში, „ჯეოსტილის“ ხელმძღვანელობა, თანამშრომლების ნაწილს სამსახურიდან ათავისუფლებს, კომპანიაში კი აღნიშნულ ინფორმაციას უარყოფენ

დასაქმებულების ინფორმაციით, რუსთავში, კომპანია „ჯეოსტილის“ მეტალურგიული ქარხნის ხელმძღვანელობა, თანამშრომლების ნაწილს, სამსახურიდან ათავისუფლებს და სამი თვის განმავლობაში მხოლოდ ხელფასის 50%-ის გადახდას სთავაზობს. ქარხანაში დასაქმეებული მუშების განცხადებით, ადმინისტრაციამ, 200-მდე დასაქმებულს სამსახურიდან ნებაყოფლობით წასვლის განცხადებებზე ხელისმოწერა მოსთხოვა და სიტყვირად შესთავაზათ, რომ თუ კი ხელს მოაწერდნენ, კომპენსაციის სახით, სამი თვის სახელფასო ანაზღაურების 50%-ს დაურიცხავდნენ. საწარმოს ხელმძღვანელობის შეთავაზებას მუშების ნაწილი დათანხმდა, უმრავლესობამ კი მათი ქმედება გააპროტესტა.

„ჯეოსტილში“ დასაქმებულებს, დღეს „მშრომელთა სოლიდარობის კავშირის“ წარმომადგენლები შეხვდნენ. როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში, კავშირის წარმომადგენელმა გიორგი ტყემალაძემ განაცხადა, ამ ურთულეს პერიოდში კომპანია „ჯეოსტილი“ უხეშად არღვევს კანონს და მუშების უფლებებს.

„ჯეოსტილში“ დასაქმებულებს, სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ განცხადებაზე ხელის მოწერას აიძულებენ და სიტყვიერად ეუბნებიან, რომ კომპენსაციის სახით ხელფასის 50 %-ს გადაუხდიან. ხოლო მათ, ვინც ამ შეთავაზებაზე უარს იტყვის, საერთოდ კომპენსაციის გარეშე დატოვებენ. ეს არის კანონის უხეში დარღვევა. მოვუწოდებთ ადმინისტრაციას, რომ შეხვდნენ დასაქმებულებს და ამ ურთულეს პერიოდში მიაღწიონ ურთიერთშეთანხმებას“, - განაცხადა ,,ინტერპრესნიუსთან“ საუბარში გიორგი ტყემალაძემ.

კომპანია „ჯეოსტილში“ 200 მუშის სამსახურიდან გაშვებას უარყოფენ და აცხადებენ, რომ საწარმოს ხელმღვანელობამ 45 თანამშრომელს სთხოვა დროებით უხელფასო შვებულებაში გასვლა.

„ვინაიდან გასული წლის ნოემბრიდან, წარმოება ჯართის სიმცირის გამო შემცირებულია, თანამშრომლები კი ამავე მიზეზით ორიოდე კვირის წინ ნახევარცვლაზე არიან გადასულები, 45 თანშრომელს სთხოვეს დროებით აუნაზღაურებელ შვებულებაში გასვლა, ეს სამი თვე იქნება, ორი თუ უფრო მეტი არავინ იცის. როგორც კი ნედლეულის დეფიციტი შეივსება, ყველა უკან დაბრუნდება. ის თანამშრომლები კი ვინც საერთოდ გადაწყვეტს სამსახურიდან წასვლას, მათზე ბუნებრივია კანონის შესაბამისად გაიცემა კომპენსაცია“, - განაცხადა ,,ინტერპრესნიუსთან“ საუბარში კომპანია ,,ჯეოსტილის“ წარმომადგენელმა ხათუნა თეგეტაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო