ირაკლი ქადაგიშვილი და თელავის მერი, თელავში, პურის ერთ-ერთ საწარმოში მივიდნენ და სამუშაო პროცესს ადგილზე  გაეცნენ

დღეს, კახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული, ირაკლი ქადაგიშვილი და თელავის მუნიციპალიტეტის მერი, თელავში, პურის ერთ-ერთ საწარმოს ესტუმრნენ და სამუშაო პროცესს ადგილზე გაეცნენ.

„ყველა შესაბამისი პროცედურის დაცვით საწარმო ჩვეულ რეჟიმში მუშაობს. მომუშავე პერსონალი შესაბამისი ეკიპირებით არის აღჭურვილი, პურის გაყიდვა ხდება წესების დაცვით. ანალოგიურად, შემოწმებები ხდება ყველა იმ კრიტიკულად მნიშვნელოვანი ობიექტისა, სადაც პროდუქტი მზადდება. ეს ღონისძიებები ტარდება იმისთვის, რომ საგანგებო მდგომარეობის დროს მომუშავე ყველა საწარმო დაწესებულ ნორმებს შეესაბამებოდეს”, - აღნიშნა ქადაგიშვილმა.

„თელავის მუნიციპალიტეტში, საჯარო მოხელეების მიერ შექმნილია მოხალისეთა ჯგუფი, რომლებიც სასურსათო ობიექტებთან, საბანკო ტერმინალებთან, ბანკებთან, ფოსტასთან, მორიგეობენ და არეგულირებენ სიტუაციას, რათა მაქსიმალურად იქნას თავიდან აცილებული თავშეყრის შემთხვევების შექმნის შესაძლებლობა“, - აღნიშნა თელავის მუნიციპალიტეტის მერმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა