ბათუმის საბავშვო ბაღებში სასურსათო კალათის გაცემა დაიწყო

ბათუმის საბავშვო ბაღებში სასურსათო კალათის გაცემა დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას ბათუმის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, პროცესის მონიტორინგის მიზნით, ბათუმის მერი, მერის მოადგილე და ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი რამდენიმე საბავშვო ბაღში იმყოფებოდნენ.

ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ მშობლებს მადლობა გადაუხადა იმისთვის, რომ ისინი მაქსიმალურად ითვალისწინებენ რეკომენდაციებს და აღსაზრდელებისთვის განკუთვნილი პროდუქტის გაცემა კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დადგენილი წესების დაცვით ხორციელდება.

„მუნიციპალურ საბავშვო ბაღებში ჩვენი აღსაზრდელებისათვის სასურსათო კალათების გაცემა დავიწყეთ. მშობლებს, სასურსათო კალათების აღების მიზნით, შუძლიათ მიაკითხონ საბავშვო ბაღს აღსაზრდელის სწავლის ადგილის მიხედვით. აქვე, მინდა ყველას გთხოვოთ, მაქსიმალურად დაიცავით დისტანციისათვის აუცილებელი სტანდარტები, გაიკეთეთ პირბადე და ხელთათმანები. გისურვებთ ჯანმრთელობას!", - განაცხადა ლაშა კომახიძემ.

როგორც ბათუმის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, მუნიციპალური ბაღების 8000 აღსაზრდელის მშობლები მათთვის განკუთვნილი პროდუქტის მიღებას დღეიდან ოთხშაბათის ჩათვლით, 10:00-დან 16:00 საათამდე შეძლებენ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს