არსებული ინფორმაციით, მესტიაში მოზარდს ცეცხლსასროლი იარაღი გაუვარდა, რის შედეგად გარდაიცვალა

უბედური შემთხვევა მოხდა მესტიის მუნიციპალიტეტში, სადაც არასრულწლოვანი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით გარდაიცვალა.

არსებული ინფორმაციით, მოზარდს იარაღი გაუვარდა. ის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა. მედიკოსების დახმარების მიუხედავად, მოზარდის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

როგორც მესტიის საავადმყოფოში „ინტერპრესნიუსს“ განაცხადეს, მოზარდს ნაფლეთოვანი ჭრილობა მუცლის არეში აღენიშნებოდა და ის შემოყვანისას უკვე გარდაცვლილი იყო.

„ვერ გეტყვით, რით იყო მიყენებული ჭრილობა. ამას ექსპერტიზა დაადგენს. დაახლოებით სამი საათის წინ თვითდინებით შემოიყვანეს, მაგრამ ის უკვე გარდაცვლილი იყო. სახლში მიასვენებენ, ოჯახმა ესპერტიზაზე უარი განაცხადა“, - ამბობენ საავადმყოფოში.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის 116-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობასა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს