რუსთავის მერი სუპერმარკეტებსა და სასურსათო მაღაზიებში საგანგებო სიტუაციის ფარგლებში გათვალისწინებული ნორმების შესრულების პროცესს გაეცნო

რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, ქალაქის სუპერმარკეტებსა და სასურსათო მაღაზიებში საგანგებო სიტუაციის ფარგლებში გათვალისწინებული ნორმების შესრულების ხარისხს, დღეს დილიდან პირადად ამოწმებს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ რუსთავის მერიიდან აცნობეს, მონიტორინგი ქალაქის მერმა, ,,მადაგონის“ სავაჭრო ქსელის ფილიალიდან დაიწყო, გაეცნო სუპერმარკეტ ,,ფენიქსში“, ასევე ,,ორი ნაბიჯის,“ ,,მაგნიტის“ ფილიალებში და სხვა დიდ თუ მცირე მარკეტში არსებულ სიტუაციას.

„რუსთავში არსებული ქსელური სავაჭრო ობიექტები, ზედმიწევნით იცავენ ყველა სავალდებულო მითითებას და რეკომენდაციას, აღარ ვსაუბრობ სადეზინფექციო სამუშაოებზე, რომელიც სისტემატურად სრულდება ყველა წესის დაცვით. გარკვეული კითხვები წამოვიდა ქსელური მაღაზიების მეპატრონეებისგან, იმის თაობაზე, თუ რა რაოდენობის მომხმარებლის ყოფნაა დაშვებული, კონკრეტული მარკეტის ტერიტორიაზე, ფართობის გათვალისწინებით. სუპერმარკეტების წარმომადგენლების მხრიდან დასმული ყველა საკითხი დამუშავდება და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ცენტრის მიერ შემუშავებულ რეკომენდაციებს კიდევ ერთხელ მივაწვდით მათ, რადგან სოციალური დისტანცირების დაცვა არის დაავადების გავრცელების პრევენციის ერთ-ერთი უმთავრესი პირობა,“ - განაცხადა რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ ჟურნალისტებთან საუბარში.

რუსთავის მერიის ცნობით, ქალაქში არსებულ სასურსათო მაღაზიებში, ვირუსის გავრცელების პრევენციული ზომები სისტემატურად კონტროლდება. დაცულია მომხმარებლის რაოდენობის, ასევე სოციალური დისტანციის დაცვის პრინციპიც. კონსულტანტები პირბადეებით და ხელთათმანით აღჭურვილები ემსახურებიან მომხმარებლებს. ქსელური სუპერმარკეტებისა და სასურსათო მაღაზიებში, საგანგებო მდგომარეობის შესრულების მონიტორინგს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლები ყოველდღიურ რეჟიმში განახორციელებენ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს