ბოლნისის მერი - მუნიციპალიტეტში საკვების დეფიციტი არ არის, პროდუქტებისა და მედიკამენტების მოწოდება დროულად ხდება

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის დავით შერაზადიშვილის განცხადებით, მუნიციპალიტეტის მთელს ტერიტორიაზე სიმშვიდეა, მოსახლეობა გამოცხადებული კარანტინისა და შეზღუდვების შესახებ ინფორმირებულია.

,,ადგილობრივი ხელისუფლება, მერიის თითოეული თანამშრომელი მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზეა გადასული, ისინი ყოველი ჩვენი მოქალაქის საჭიროებებს დროულად შეისწავლიან და შესაბამის დახმარებას გაუწევენ. მუნიციპალიტეტში საკვების დეფიციტი არ არის და ცენტრალურ მთავრობასთან ერთად დროულად ხდება მუნიციპალიტეტისთვის პროდუქტებისა და მედიკამენტების მოწოდება. ამ ეტაპზე ოჯახის ექიმები სპეციალურ ჯგუფებთან ერთად, მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ყველა მოქალაქეს სამედიცინო შემოწმებას ჩაუტარებენ, მათ ვისაც რაიმე სიმპტომი გამოუვლინდებათ, გადაყვანილები იქნებიან მარნეულის ჰოსპიტალში, სხვა მოქალაქეებისთვის კი განისაზღვრება მკაცრი იზოლაციის წესები. ადგილობრივი ხელისუფლება ცენტრალურ მთავრობასთან ერთად ყველაფერს აკეთებს, რათა საკარანტინო წესები და შეზღუდვები ზედმიწევნით შესრულდეს“, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა.

ცენტრალურმა ხელისუფლებამ მარნეულსა და ბოლნისში კარანტინი გამოაცხადა. გადაკეტილია როგორც მარნეულამდე ასევე ბოლნისამდე მისასვლელი და დამაკავშირებელი გზები. სიტუაციას ადგილზე სამართალდამცავები აკონტროლებენ. ხვალიდან ორივე მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მასშტაბური სადეზინფექციო სამუშაოები დაიწყება.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს