სახელმწიფო რწმუნებულმა ლენტეხის მაღალმთიან სოფლებში მცხოვრებ მოსახლეობას პირველადი მოხმარების ნივთები და პროდუქტები გადასცა

სახელმწიფო რწმუნებული არჩილ ჯაფარიძე, ლენტეხის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებთან და მაჟორიტარი დეპუტატის გოჩა ენუქიძის ბიუროს უფროსთან გიორგი მაქარაშვილთან ერთად, ლენტეხის მაღალმთიან სოფლებში იმყოფებოდა და არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნო. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს” რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციიდან აცნობეს.

მათი ცნობით, რწმუნებული სოფელ ფაყს და ბულეშს ესტუმრა, სადაც სულ რამდენიმე ოჯახი ცხოვრობს, მათ პირველადი მოხმარების ნივთები და პროდუქტები გადასცა, ოჯახების საჭიროებებს ადგილზე გაეცნო, თუ როგორ მიეწოდებათ მედიკამენტები, საკვები თუ სხვა საჭირო ნივთები. აგრეთვე, ვირუსის პრევენციული ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და დახმარება აღუთქვა.

არჩილ ჯაფარიძის განცხადებით, ამ დროისათვის რეგიონში სიმშვიდეა და ყველაფერი კეთდება იმისთვის რომ მხარის თითოეულმა მაცხოვრებელმა თავი დაცულად და უსაფრთხოდ იგრძნოს.

"ჩვენთვის მნიშვნელოვანია თითოეული მაცხოვრებელი ჩვენს რეგიონში თავს დაცულად გრძნობდეს, არ ჰქონდეს საკვების, მედიკამენტის და პირველადი მოხმარების საშუალებების პრობლემა, პირადად გავეცანი ლენტეხის მაღალმთიან სოფლებში ოჯახების საჭიროებებს, სადაც მაღალი თვითშეგნებით გამოირჩევიან ადამიანები, გავაცანი მათ ვირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებები, იცავენ მითითებებს, ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად, ყოველდღიურ რეჟიმში გვექნება მათთან ურთიერთობა,მინდა მოვუწოდო ყველას რომ დარჩნენ სახლში, რათა დროულად გავუმკლავდეთ ამ გამოწვევას”, - აღნიშნავს რწმუნებული.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს