ფოთის ჰოსპიტალის ბოქსირებულ განყოფილებაში ვირუსის სიმპტომებით და პნევმონიით ქალი მოათავსეს, რომელსაც ბოლნისის მცხოვრებთან ჰქონდა კონტაქტი

ფოთის ჰოსპიტალის ბოქსირებულ პალატაში ახალგაზრდა ქალი მოათავსეს. მან გრიპის სიმპტომებით კლინიკა ,,ლაზიკამედს“ მას შემდეგ მიმართა, რაც მარნეული და ბოლნისი საკარანტინო ზონებად გამოცხადდა. ცნობილი ხდება, რომ მას რამდენიმე დღის წინ კონტაქტი ჰქონდა ბოლნისის მკვიდრთან.

ექიმების ინფორმაციით, პაციენტს რენტგენოლოგიურად დაუდასტურდა პნევმონია, გადაყვანილია საავადმყოფოში და მიმდინარეობს დაკვირვება.

,,დღეს კლინიკაში მოგვმართა პაციენტმა, რომელმაც აღნიშნა, რომ გუშინდელი დღიდან ჰქონდა ერთეული ხველა და ტემპერატურის მატება, მან ასევე აღნიშნა, რომ 15 მარტს შეხება ჰქონდა პიროვნებასთან, რომელიც იყო ბოლნისიდან, ამიტომ მოვიდა ჩვენთან ჯანმრთელობის მდგომარეობის გადასამოწმებლად. რენტგენოლოგიურად დადასტურდა პნევმონია. შევატყობინეთ ინფექციონისტებს, ეპიდემიოლოგებს, გადაყვანილ იქნა ინფექციურ საავდმყოფოში და მიმდინარეობს მასზე დაკვირვება, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ლუგარის ლაბორატორიიდან პასუხი ხვალ საღამოს გახდება ცნობილი", - განუცხადა ჟურნალისტებს ექიმ-თერაპევტმა ქრისტინა დანელიამ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს