ბორჯომში დეზინფექციის სამუშაოები გრძელდება

ბორჯომში მასშტაბური დეზინფექციის სამუშაოები გრძელდება. ამჯერად „დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახურის“ თანამშრომლებმა სპეციალური ხსნარებით ქალაქის მასშტაბით არსებული სკვერები, სატრენაჟორო სივრცეები და სპორტული მოედნები დაამუშავეს. ამის შესახებ „ინტერპერესნიუსს“ ბორჯომის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, დასუფთავდა და დეზინფექცია ჩაუტარდა 9 აპრილის ქუჩაზე არსებულ მინერალური წყლის ბიუვეტს, ასევე მიმდებარე ტერიტორიას, საფეხმავლო ბილიკებსა და აქამდე გარე-ვაჭრობისთვის გამოყოფილ ადგილებს.

ამ დრომდე მუნიციპალიტეტში საჯარო დაწესებულებებში ჩატარებული სადეზინფექციო ღონისძიებების გარდა, გაირეცხა და სპეციალური ხსნარებით დამუშავდა ავტომოსაცდელები, სანაგვე კონტეინერები და ურნები, ქალაქის მთავარ ქუჩაზე გზის გამყოლი მოაჯირები და ლამპიონები.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, მერის მოვალეობის შემსრულებლის დავით ზაალიშვილის ხელმძღვანელობით, მუნიციპალიტეტში შექმნილია სამუშაო ჯგუფი, რომელიც მერიისა და ა(ა)იპ სამსახურების ჩართულობით, 24 საათის განმავლობაში, შაბათ-კვირის ჩათვლით, განსაკუთრებული რეჟიმით მუშაობს.

დავით ზაალიშვილის თქმით, ჯგუფი მაქსიმალურად მობილიზებულია და მზადაა საგანგებო სიტუაციაში ყველა დავალებაზე მოახდინონ რეაგირება და გადადგან შესაბამისი ნაბიჯები.

ბორჯომის მუნიციპალიტეტში ამოქმედებულია ცხელი ხაზი (0367) 22-33-55; (0367) 22-44-99; მოქალაქეებს 24 საათის განმავლობაში შეუძლიათ ადგილობრივ ხელისუფლებას დაუკავშირდნენ.

აშოტ სმბატიანი - სომხეთ-ევროკავშირის ურთიერთობები არასდროს ყოფილა ისეთი ყოვლისმომცველი და მჭიდრო, როგორც დღეს არის
გიორგი კაჭარავა -  თუ ტრამპს არ გააჩნია მოლოდინები, მაშინ არც არავის უნდა ჰქონდეს ილუზია, რომ რაღაც ვადის ამოწურვის შემდეგ, უეცრად რუსეთის მხრიდან რაიმე ქმედითი ძალისხმევა გამოჩნდება, რაც ომის დასრულებისკენ გზას გაკვალავს
ქართული პრესის მიმოხილვა 31.07.2025
მაგთის მობილურმა ქსელმა ინტერნეტის სიჩქარით მსოფლიოს ტოპ ათეულში მე-6 ადგილი დაიკავა
დუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტების გამოწვევების შესახებ პანელური დისკუსია გაიმართა
„ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ Ichiban 2025 ჯილდოს მფლობელია