ნიკა მელია - ყველამ შევუწყოთ ხელი მთავრობას, გადადგას თამამი ნაბიჯები და ჰქონდეს იმედი, რომ არავინ ჩავარტყამთ ზურგში დანას

დღეს სხვა გამოწვევის წინაშე ვართ და ვინც პოლიტიკური ქულების დაწერას შეეცდება, დაკარგავს ქულებსაც და თავსაც პოლიტიკაში , - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ განაცხადა, როდესაც ახალ კორნავირუსთან დაკავშირებით ქვეყანაში არსებულ ვითარებასა და მის პრევენციულ ღონისძიებებზე ისაუბრა.

როგორც ნიკა მელიამ აღნიშნა, ვინც პოლიტიკური ქულების დაწერას ეცდება, საბოლოო ჯამში, ქულებს კი არ დაიწერს, დაკარგავს ქულებსაც და თავსაც პოლიტიკაში.

„ხალხი ყველაფერს ხედავს, მხარს ვუჭერ ყველა იმ მკაცრი ღონისძიების გატარებას, რომელიც მიმართულია ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად. შეკრებების შეზღუდვა უნდა ეხებოდეს ყველას, მათ შორის რელიგიურ შეკრებებს, განურჩევლად აღმსარებლობისა.

ამ ხელისუფლებას ბევრი მიმართულებით უჭირს გამბედავი, თამამი ნაბიჯების გადადგმა. ცალკე ოპოზიციის რეაქცია აშინებთ, ცალკე გავლენიანი ინსტიტუტის, რომელსაც საპატრიარქო წარმოადგენს და ცალკე - საზოგადოების, ელექტორატის განაწყენება არ სურთ, მეტიც მათ გულის მოგებასაც კი ცდილობენ.

წყდება ჩვენი და ჩვენი შვილების, მშობლების, ახლობლების, უცნობების, ნაცნობების ჯანმრთელობისა და სიცოცხლის საკითხი და ვინც პოლიტიკური ქულების დაწერას ეცდება, საბოლოო ჯამში, ქულებს კი არ დაიწერს, დაკარგავს ქულებსაც და თავსაც პოლიტიკაში - ხალხი ყველაფერს ხედავს.

ამდენად, დღეს ყველამ არათუ მხარი უნდა დავუჭიროთ მთავრობას მკაცრი გადაწყვეტილებების გატარებაში, არამედ ხელიც უნდა შევუწყოთ რომ ქვეყნის უსაფრთხოებიდან გამომდინარე, გადადგას გამბედავი, თამამი ნაბიჯები და ჰქონდეს იმედი, რომ არავინ ზურგში არ ჩავარტყათ დანას - არც ოპოზიცია, არც საზოგადოება“, - განაცხადა ნიკა მელიამ.

მისი თქმით, ყველამ გავიაზროთ, რომ ჩვენი უმთავრესი ამოცანაა თავიდან ავიცილოთ ვირუსის ფართოდ გავრცელება.

„ამიტომაა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ყველა პრევენციული ღონისძიება, რაც მთავარია თვითშეზღუდვა - სახლში დარჩენა, თორემ თუ ეპიდემიამ იფეთქა, ვერც ჩვენი ჰოსპიტალური სისტემა ვერ გაუძლებს, ვერც მედპერსონალი გვეყოფა და უმძიმეს მდგომარეობაში აღმოვჩნდებით!

გადაივლის ეს კრიზისი და ვირუსის დამარცხების შემდეგ, ყველა - ოპოზიციაც და საზოგადოებაც ერთად, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს "ქართული ოცნება" არ იყოს იქ, სადაც დღესაა - ხელისუფლებაში; მაგრამ ახლა სხვა გამოწვევის წინაშე ვართ და ამის დრო არ გვაქვს", - განაცხადა მელიამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა