სამეგრელო-ზემო სვანეთში საკარანტინო ზონების მოწყობა დასრულდა

სამეგრელო-ზემო სვანეთში საკარანტინო ზონების მოწყობის საკითხი დასრულდა. ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციიდან აცნობეს.

მათი ცნობით, საკარანტინო ზონად, სადაც მოქალაქეები 14-დღიან საკარანტინო პერიოდს გაივლიან, სასტუმრო ,,პალმ-ბიჩი”, სასტუმრო ,,ანაკლია” და სასტუმრო ,,პრატაფსი” შეირჩა. ჯამში ანაკლიაში 138 ნომერი იქნება, გარდა ამისა ორი საკარანტინო სივრცე მოწყობილია მესტიაში - ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ განაცხადა.

,,უკვე მოხდა პერსონალის გადამზადება, ასევე მათი აღჭურვა შესაბამისი ტანსაცმლით. კარანტინში მყოფ ჩვენს მოქალაქეებს ექნებათ სრული კომფორტი“, - განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულმა.

ალექსანდრე მოწერელიამ ასევე ისაუბრა, მოხალისეების საკითხზე, რეგიონში ამ ეტაპზე 250 მოხალისეა მობილიზებული, რომელთა გადამზადებას წითელი ჯვარი ახდენს. მოხალისეები უკვე ჩაერთნენ უფასო სასადილოებიდან 70 წელს გადაცილებული მოქალაქეების საკვების შინ მიტანის პროცესში, ასევე მოხალისეები ჩართული არიან სავაჭრო ობიექტებსა და ბანკომატებთან რიგების მოწესრიგებაში.

,,რეგიონის საბავშვო ბაღების აღსაზრდელთა მშობლებს გადაეცემათ სასურსათო კალათა, სადაც სხვადასხვა დასახელების პროდუქტი შედის. მისი დარიგების პროცესში ასევე ჩართული იქნებიან მოხალისეები. ჩვენ მოხალისეთა დამატებით ბაზებს ვქმნით და საჭიროების შემთხვევაში შეგვიძლია დამატებითი ადამიანების გამოყენება ამ მიმართულებით“, - აღნიშნა სახელმწიფო რწმუნებულმა.

სახელმწიფო რწმუნებულის განცხადებით, ,,როგორც ქვეყანაში, ასევე სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში არ არის პროდუქტი დეფიციტური - ,,მეზობელ ქვეყნებთან საბაჟო გამშვები პუნქტი გახსნილია ტვირთისთვის და პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქციით დატვირთული ავტომობილები ქვეყანაში უპრობლემოდ შემოდიან. მთავრობამ აიღო პასუხისმგებლობა კერძო ბიზნესთან, რომ თუ მათ ასაღები ფასები გაუძვირდებათ, ფასთასხვაობას სახელმწიფო დაფარავს რომ არ გაძვირდეს პროდუქტი სუპერმარკეტებში. ასე რომ პანიკის საფუძველი არ არის და მოსახლეობას შეუძლია მშვიდად იყო და არ აკეთოს მარაგი“, - განმარტა ალექსანდრე მოწერელიამ.

კორონავირუსის პრევენციის მიზნით, საზოგადოებრივი ტრანსპორტი ყოველდღიურად მუშავდება. დამუშავდა აგრარული ბაზრები, ადმინისტრაციული შენობები, სადარბაზოები, სკოლები, ბაღები და ა.შ.

როგორც სახელმწიფო რწმუნებულის აპარატში, ასევე ყველა მუნიციპალიტეტში მუშაობს ცხელი ხაზი, სადაც დარეკვა მოქალაქეებს 24 საათის განმავლობაში შეუძლიათ.

სახელმწიფო რწმუნებულმა გაწეული სამუშაოებისთვის მადლობა გადაუხადა სხვადასხვა უწყებების თანამშრომლებს: ,,მინდა მადლობა გადავუხადო მედპერსონალს, პოლიციას, მოხალისეებს, თქვენ ჟურნალისტებს, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლებს, სასურსათო მაღაზიების და აფთიაქების თანამშრომლებს, საჯარო მოხელეებს, რომ ასეთ რთულ პერიოდში, ხშირად 24 საათიან რეჟიმში დაუღალავი მუშაობა გიწევთ“.

დღესვე პრესკონფერენციაზე განცხადება გააკეთა ზუგდიდის მერმა, გიორგი შენგელიამ, მან მედიას ინფორმაცია მიაწოდა მოხალისეების მიერ განსახორციელებელ სამუშაოებზე და იმ დახმარებაზე ისაუბრა რასაც მუნიციპალიტეტი ოთხ მოწყვლად ჯგუფს გაუწევს (მარტოხელა დედები, მომვლელის პროგრამაში ჩართული ბენეფიციარები, მრავალშვილიანი ოჯახები და 60 წელს გადაცილებული მარტოხელა ხანდაზმულები).

,,სამეგრელო-ზემო სვანეთში თვითიზოლაციაში იმყოფება 329 პირი, რეგიონში თვითიზოლაცია დაასრულა 63 პირმა, კარანტინში რეგიონიდან გადაყვანილია სულ 26 ადამიანი”, - ეს ინფორმაცია ბრიფინგზე საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა ნანა ოდიშარიამ მედიას მიაწოდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა