ირაკლი ღარიბაშვილი მარნეულში თავდაცვის ძალების მიერ მოწყობილ საკონტროლო გამშვებ პუნქტებზე იმყოფებოდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი მარნეულში თავდაცვის ძალების მიერ მოწყობილ საკონტროლო გამშვებ პუნქტებზე იმყოფებოდა.

როგორც „ინტერპრენიუსს“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, ირაკლი ღარიბაშვილი არსებულ მდგომარეობას ადგილზე გაეცნო და თავდაცვის ძალების წარმომადგენლებისგან კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით გატარებულ მოქმედებებზე დეტალური ინფორმაცია მოისმინა.

უწყების ცნობითვე, საკონტროლო გამშვები პუნქტიდან თავდაცვის მინისტრი მარნეულის საავიაციო ბაზაზე მართვის ცენტრში გაემგზავრა, სადაც აღმოსავლეთის სარდალმა, ბრიგადის გენერალმა ალექსანდრე კიკნაძემ მინისტრს COVID19-ით გამოწვეულ საგანგებო სიტუაციაზე თავდაცვის ძალების პრევენციული და უწყებათაშორისი მხარდამჭერი გეგმა წარუდგინა.

„თავდაცვის ძალებმა საკარანტინო ზონასთან 5 საკონტროლო გამშვები პუნქტი შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად დღეს დილით მოაწყო. თავდაცვის ძალების მიერ შემოვლითი გზების 7 მარშრუტზე ასევე ხორციელდება პატრულირება და ოპერაციის რაიონის ტექნიკური თვალთვალის საშუალებით კონტროლი, მათ შორის დრონების გამოყენებით. საკონტროლო გამშვებ პუნქტებთან გაშლილია საველე კარვები, სადაც მოქალაქეებს თავდაცვის ძალების სამედიცინო პერსონალი პირველად სამედიცინო შემოწმებას უტარებს. მოწმდება და სადეზინფექციო ხსნარით მუშავდება საკარანტინო ზონიდან გამომავალი და შემავალი ავტოტრანსპორტი. თავდაცვის ძალების წარმომადგენლები მარნეულისა და ბოლნისის გარე პერიმეტრს პოლიციასთან ერთად აკონტროლებენ. მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ბოლნისისა და მარნეულის მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე გადასვლასთან დაკავშირებით, საქართველოს თავდაცვის ძალები კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებებში დღეს დილიდან ჩაერთო“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ამირან სალუქვაძე - 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მთავარი ინტრიგა იქნება, ვინ გადალახავს ამ საცოდავ 1%-ს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2020
ბორის სოკოლოვი - ბელარუსში პროცესები შესაძლოა დასრულდეს ან საპროტესტო აქციების ჩახშობით ან ლუკაშენკოს ხელისუფლების დამხობით
პანდემიის დროს გააქტიურებული ქართული სტარტაპი - 0% საკომისიო და უფასო მიტანა 100 დღის განმავლობაში
„კარფურის გათამაშება გრძელდება“ - წინ კიდევ უსასრულო სიურპრიზებით სავსე 2 კვირა გელოდებათ
"ლიბერთის" ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის
„შუშხუნა ბაკურიანი“ - სიახლე ბაზრის ლიდერი ბრენდისგან
სერვისი, რომელიც ბუნებრივი რესურსების მოპოვების ბიზნესს ამარტივებს
სამშენებლო კომპანია "ანაგი" განცხადებას ავრცელებს (R)