ირაკლი ღარიბაშვილი - მოვაწყეთ, მაღალი სტანდარტის გამშვები პუნქტები, ბლოკ-პოსტების ყველა სათანადო კომპონენტია წარმოდგენილი, სამედიცინო პუნქტითა და ექიმებით

საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მარნეულში მაღალი სტანდარტების გამშვები პუნქტები მოეწყო, სადაც ბლოკ-პოსტების ყველა სათანადო კომპონენტია.

მისი თქმით, თავდაცვის ძალები შსს-ს თანამშრომლებთან კოორდინირებული მუშაობით მარნეულის მუნიციპალიტეტში მოსახლეობას გადაადგილების რეგულირებაში ეხმარება.

„გუშინ საკოორდინაციო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, საქართველოს თავდაცვის ძალების ჩართვის შესახებ. ჩვენ წუხელ ღამით დავიწყეთ აქტიური მოქმედება, მთელი თავდაცვის ძალები არის სრულად მობილიზებული. აქ ჩვენ მოვაწყეთ, მაღალი სტანდარტის, შეიძლება ითქვას, ნატო-ს სტანდარტში, გამშვები პუნქტები, ბლოკ-პოსტების ყველა სათანადო კომპონენტია აქ წარმოდგენილი, თავისი სამედიცინო პუნქტითა და ექიმებით. ჩვენ მაქსიმალურად გვერდში ვუდგავართ შინაგან საქმეთა სამინისტროს და მათთან სრული კოორდინაციით ჩვენ ვეხმარებით ადგილობრივ მოსახლეობას გაადგილებაში და ზოგადად, ამ მოძრაობის დარეგულირებაში. ჩვენი სამხედროები არიან სრულად მობილიზებულები, არიან ძალიან ამაღლებული მოტივაციით და რა თქმა უნდა, ჩვენ ვართ იქ, სადაც ჩვენს ხალხსა და ქვეყანას სჭირდება“,- განაცხადა ღარიბაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო