ვასილ გველესიანი - "ჯორჯიან მანგანეზი" კორონავირუსის პრევენციისთვის შესაბამის ღონისძიებებს სისტემატურად ახორციელებს

ახალი კორონავირუსის პრევენციის მიზნით დაგეგმილ ღონისძიებათა ფარგლებში ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის დასაქმებულებს კლინიკა „ფერომედის“ ექიმთა ჯგუფი ესტუმრა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ჯორჯიან მანგანეზიდან“ აცნობეს, სამედიცინო დაწესებულების სპეციალისტები პროდუქციის მწარმოებელ უბნებსა და საყოფაცხოვრებო ობიექტებზე საწარმოში დასაქმებულებს შეხვდნენ და მათ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები პირადად გააცნეს.

„კორონავირუსის პრევენციისთვის ჰიგიენის დაცვა და სოციალური დისტანცირება ახლა ყველაზე მთავარია, რაც ჩვენს საწარმოში დასაქმებულმა ადამიანებმა ძალიან კარგად იციან. თუმცა, აღნიშნულ თემაზე მედიკოსების მხრიდან რეკომენდაციებისა და დამატებითი განმარტებების გაკეთება აუცილებლობად ჩავთვალეთ.

„ჯორჯიან მანგანეზის“ საწარმოო ობიექტებზე უსაფრთხოების ზომები ყოველდღიურად აქტიურად ტარდება.

ჩვენი კომპანია კორონავირუსის პრევენციისთვის შესაბამის ღონისძიებებს სისტემატურად ახორციელებს, საწარმოო ობიექტებზე სადეზინფექციო სამუშაოები ტარდება, უზრუნველყოფილები ვართ რესპირატორებით, შენობებთან დამონტაჟებულია ანტისეპტიკური საშუალებები, ტერიტორია ყოველდღიურად მუშავდება სველი წესით, გრაფიკები გვაქვს დაწესებული სასადილოებსა და გასახდელებში, რათა 10 კაცზე მეტის შეკრება არ მოხდეს და სრულად დავიცვათ ყველა დადგენილი ნორმა. ექიმების დღევანდელი ვიზიტიც სწორედ ამას ემსახურება. ვფიქრობთ, სიფრთხილე შედეგს გამოიღებს, -განაცხადა ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის დირექტორმა ვასილ გველესიანმა.

კომპანიის ცნობითვე, აღსანიშნავია, რომ „ჯორჯიან მანგანეზი“ სახელმწიფო სტრუქტურებთან მუდმივ კოორდინაციაში იმყოფება და მთავრობის ყველა განკარგულებასა და რეკომენდაციას ზედმიწევნით ასრულებს.

ხათუნა ბურკაძე - პარლამენტმა არ უნდა მიიღოს კანონპროექტი, რომელიც გვყოფს, გვაპირისპირებს და ჩვენს ევროპულ მომავალს აზიანებს
ვაჟა ბერიძე - გაუწევენ დასავლეთში ივანიშვილს ანგარიშს? ის, ხომ სადღეისოდ, ქვეყანაში ვითარებას აკონტროლებს, მაგრამ უღირს დასავლეთს ივანიშვილთან ახალ პირობებზე გარიგება დადოს?
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
კახა ოქრიაშვილი - „უცხოეთის გავლენის აგენტების“ შესახებ კანონის მიღება ევროკავშირის კარს ბოქლომს სამუდამოდ დაადებს!
გახსენით ევროპული ანგარიში ევროპულ ბანკში - „პეისერა ბანკი საქართველო“ უსაზღვრო ევროპულ შესაძლებლობებსა და უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტს გთავაზობთ
Tether აღმოსავლეთ ევროპაში საგადახდო სექტორის გაძლიერებას CityPay.io-ში დამატებითი ინვესტიციებით აგრძელებს