ზვიად შალამბერიძემ ხონის მუნიციპალიტეტის მერიაში შეხვედრა გამართა

შეხვედრაში მუნიციპალიტეტის მერი ლადო ჯურხაძე, ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი, ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრის დირექტორი, კლინიკა "ევექსისა" და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ხელმძღვანელები, ძალოვანი უწყებების და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციიდან აცნობეს.

შეხვედრაზე არსებული ვითარება, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით განხორციელებული აქტივობები და კოორდინირებული მუშაობის გეგმები განიხილეს.

„როგორც აღინიშნა, უკვე მობილიზებულია მოხალისეთა ჯგუფები, რომელიც საჭიროების მქონე მოქალაქეებს დახმარებას აღმოუჩენენ. ასევე საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის ფარგლებში მკაცრად გაკონტროლდება დაწესებული შეზღუდვები.

სახელმწიფო რწმუნებულმა უწყებების წარმომადგენლებს კოორდინებული მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა და როგორც აღნიშნა, ასეთი ვითარების დროს სწორედ კოორდინირებულ მუშაობას და სწორად დაგეგმილ ნაბიჯებს აქვს დიდი მნიშვნელობა.

სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეების მონაწილეობით მსგავსი ტიპის შეხვედრები დღესვე 12-ვე მუნიციპალიტეტში გაიმართა, სადაც საკარანტინო ზონებში არსებულ ვითარებაზე, პრევენციის მიზნით დაგეგმილ ღონისძიებებზე და საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის ფარგლებში განსახორციელებელ აქტივობებზე იმსჯელეს“,-ნათქვამია განცხადებაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა