ბესიკ თამლიანი - თავისუფლებას თავისი ფასი აქვს, მაგრამ გააჩნია რა ფასად - ვამზადებ სარჩელს, მინდა მთავრობას წავუყენო იმისთვის, რაც გააკეთეს

რასაც მე მაბრალებენ არის შეუთავსებელი იმასთან, რაც მოხდა სინამდვილეში. ვამზადებ სარჩელს და იქეთ მინდა წავუყენო სარჩელი ჩემს მთავრობას იმისთვის, რაც გააკეთეს , - ამის შესახებ 20 ივნისის საქმეზე ბრალდებულმა ბესიკ თამლიანმა გლდანის პენიტენციური დაწესებულების დატოვების შემდეგ განაცხადა.

თამლიანის განცხადებით, მისთვის სასამართლოს ეს გადაწყვეტილება მოულოდნელი იყო.

„თავისუფლებას თავისი ფასი აქვს მაგრამ გააჩნია რა ფასად, მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ყველას ვინც მგულშემატკივრობდა. ჩემი სიჯიუტე გამოიხატება იმაში, რომ ეს ბრალი უკვე მქონდა წაყენებული, როდესაც ჩვენ 20 ივნისს დაგვაკავეს წაგვიყენეს ერთი და იმავე ბრალი, ეს ბრალი წამიყენეს დღესაც. მოსამართლემ მაშინ შემოგვთავაზა აღიარება და მონანიება, რაზეც მე ვუთხარი, რომ ვერ ვაღიარებდი. ვიცოდი, რომ რაღაც მქონდა გაკეთებული, რის გამოც უნდა მეგო პასუხი. მაგრამ რასაც მე მაბრალებენ არის შეუთავსებელი იმასთან, რაც მოხდა სინამდვილეში. ვამზადებ სარჩელს და იქით მინდა წავუყენო ჩემს მთავრობას სარჩელი იმისთვის, რაც გააკეთეს. ბრძოლა გრძელდება, გავრილოვის ფაქტორი დღევანდელმა მთავრობამ გამოიყენა საკუთარი მიზნებისთვის“, - განაცხადა ბესიკ თამლიანმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა