ფოთში თვითიზოლაციაში 55 პირი იმყოფება

ფოთში, თვითიზოლაციაში მყოფთა რიცხვს დღევანდელი მონაცემებით 6 ადამიანი დაემატა, მათ შორის არიან მარნეულიდან, ბოლნისიდან და თურქეთიდან ჩამოსული პირები.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ერთი ადგილობრივი მწვავე რესპირატორული დაავადების სიმპტომებით კლინიკაშია მოთავსებული.

„დღეს ავიყვანეთ ექვსი ადამიანი, აქედან ერთი სტაციონარშია გადაყვანილი, ჩავთვალეთ რომ არის საეჭვო, რადგან კონტაქტში იყო ბოლნისის ერთ-ერთ მკვიდრთან და თან სიმპტომები ჰქონდა მწვავე რესპირატორული დაავადების, ამიტომ აუღეთ ნაცხი და გავაგზავნეთ ინფექციურში. პასუხი ალბათ ხვალ, დღის პირველ ნახევრამდე გახდება ცნობილი. დანარჩენი 5 არის თვითიზოლაციაში, ერთი მარნეულიდან არის ჩამოსული, ერთი-ბოლნისიდან, დანარჩენები-თურქეთიდან. დღეს თვითიზოლაცია 6 ადამიანს მოეხსნა, ამჯერად 55 ადამიანია თვითიზოლაციის რეჟიმში, ხოლო 7 კარანტინში“,- განაცხადა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილემ, ზინაიდა გაგუამ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა