ქვემო ქართლის გუბერნატორის განცხადებით, მარნეულში 80 პირი შემოწმდა და ტემპერატურა მხოლოდ ერთს აღენიშნებოდა

ქვემო ქართლის გუბერნატორის შოთა რეხვიაშვილის განცხადებით მარნეულში ექიმების მიერ შემოწმდა 80 ადამიანი და მათგან, მხოლოდ ერთს აღენიშნებოდა დაბალი ტემპერატურა.

"ჩვენ შევქმენით მობილური ჯგუფები როგორც მოხალისეების, ასევე ჩვენი საჯარო მოხელეების, სამედიცინო პერსონალის აქტიური ჩართულობით. მივიღეთ შესაბამისი ეკიპირება, თერმომეტრები და მოგვეცა საშუალება გავსულიყავით და ის პირველი კონტაქტები, რაც ბოლო ფაქტიდან გამომდინარე იყო გადაგვემოწმებინა. გადამოწმდა მარნეულის მუნიციპალიტეტში დაახლოებით 80 ადამიანი, პრაქტიკულად არ დადასტურდა დაავადების არანაირი სიმპტომები, ერთადერთი პირობითად - პაციენტია, რომელსაც 37,4 ჰქონდა ტემპერატურა, თუმცა არანაირი სხვა გამოხატული კლინიკა მას არ აქვს, ის რჩება იზოლაციაში და გრძელდება მასზე დაკვირვება. გარკვეულად დამაიმედებელი და კარგი ინფორმაცია ეს არის, დანარჩენი ყველა არის თვითზოლაციაში და შსს ახორციელებს მონიტორინგს წესების დაცვის", - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში შოთა რეხვიაშვილმა.

მისივე თქმით, საკარანტინე სივრცეში არიან ჩარჩენილი მოქალაქეები სხვადასხვა მუნიციპალიტეტებიდან, რომელთაც მოუწევთ საკარანტინე ვადის გასვლამდე იქ ყოფნა. ასეთი სულ 13 ადამიანია.

"მარნეულში არის ძალიან მნიშვნელოვანი ობიექტი - წისქვილკომბინატი, საიდანაც დედაქალაქი და ქვემო ქართლი უზრუნველყოფილია ფქვილით. ჩვენ გვქონდა საუბარი ხელმძღვანელობასთან, მძღოლები და მანქანები იდენტიფიცირებულია და შეუფერხებლად გაგრძელდება გადაზიდვა. დისტრიბუტორებთან გვქონდა ასევე კომუნიკაცია, მსხვილ სასურსათო მაღაზიებში არ არის რიგები და არანაირი კრიზისი, არანაირი ემოციები არ არის, ცხოვრობს ეს ორი მუნიციპალიტეტი ჩვეულებრივი რეჟიმით, გარდა იმ შეზღუდვებისა, რაც არის - ისინი ვერ ახერხებენ ადმინისტრაციული საზღვრების გადალახვას", - განაცხადა ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს