სამეგრელო-ზემო სვანეთის  გუბერნატორი ანაკლიის საკარანტინო ზონაში არსებულ მდგომარეობას გაეცნო

ანაკლიის საკარანტინო ზონებში არსებულ ვითარებას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია, ზუგდიდის მერთან ერთად გაეცნო. როგორც „ინტერპრესნიუსს“ გუბერნატორის ადმინისტრაციიდან აცნობეს, საკარანტინო ზონად, სადაც მოქალაქეები 14 დღიან საკარანტინო პერიოდს გაივლიან, სასტუმრო ,,პალმ-ბიჩი”, სასტუმრო ,,ანაკლია” და სასტუმრო ,,პრატაფსი” შეირჩა.

ჯამში ანაკლიაში 138 ნომერია, გარდა ამისა ორი საკარანტინო სივრცე მოწყობილია მესტიაში. ამჟამად ანაკლიაში კარანტინში 67 ადამიანი იმყოფება. სახელმწიფო რწმუნებულის განმარტებით, სასტუმროებში მოთავსებული მოქალაქეებს სრული კომფორტი აქვთ. მათზე სისტემატიურად ხორციელდება სპეციალისტების მონიტორინგი.

საკარანტინო სივრცეების მომსახურე პერსონალს შესაბამისი გადამზადება ჩაუტარდა, პერსონალი აღჭურვილია შესაბამისი ეკიპირებით.

სახელმწიფო რწმუნებულთან და ზუგდიდის მერთან ერთად საკარანტინო ზონებში არსებულ მდგომარეობას, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეგრელო-ზემო სვანეთის ხელმძღვანელი ანზორ ქობალია და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი ნანა ოდიშარია გაეცნენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა