ფოთის ჰოსპიტალში მოთავსებულ ქალს, რომელსაც ბოლნისის მცხოვრებთან ჰქონდა კონტაქტი და ფილტვების ანთება აქვს, კორონავირუსი არ დაუდასტურდა

ფოთის ჰოსპიტალის ბოქსირებულ პალატაში მოთავსებულ ახალგაზრდა ქალს კორონავირუსი არ დაუდგინდა, ამის შესახებ ჟურნალისტებს ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის უფროსის მოადგილემ, ზინაიდა გაგუამ განუცხადა.

მისივე ინფორმაციით, პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

„არ დადასტურდა კორონავირუსი. ახლახან მივიღეთ ინფორმაცია, რომ პაციენტის მდგომარეობა კლინიკურადაც დამაკმაყოფილებელია და ლაბორატორიულად არ დადასტურდა კორონავირუსი. არის ჩვეულებრივი მწვავე რესპირატორული სინდრომი, რომელსაც ახასიათებს ამავე დროს ფილტვების ცალმხრივი ანთება. ხვალიდან გადაწყდება მკურნალობას სტაციონარში გაგრძელებს თუ სახლში და იქ ავიყვანთ თვითიზოლაციის პირობებში“, - განაცხადა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილემ, ზინაიდა გაგუამ.

შეგახსენებთ, დღეს ახალგაზრდა ქალმა გრიპის სიმპტომებით კლინიკა,,ლაზიკამედს“ მას შემდეგ მიმართა, რაც მარნეული და ბოლნისი საკარანტინო ზონებად გამოცხადდა. ცნობილია, რომ მას რამდენიმე დღის წინ კონტაქტი ბოლნისის მოქალაქესთან ჰქონდა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს