მამუკა ხაზარაძე - პერსონალური ამბები გვერდზე უნდა გადავწიოთ და ყველა გავერთიანდეთ, რათა ქვეყანა ამ მდგომარეობიდან გამოვიყვანოთ

პოლიტიკური პარტია „ლელო საქართველოსთვის“ დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩართულობისთვის ბიზნესი მზადაა. როგორც ხაზარაძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მიერ საავიაციო კომპანია „აირზენას“ მისამართით გაკეთებული განცხადება არასწორია.

„ვფიქრობ, რომ ბიზნესი მზად არის, მაგრამ აქ არის დამოკიდებულება შესაცვლელი. მე გუშინ მოვისმინე „აირზენას“ მიმართულებით გაკეთებული განცხადება, რაც არის მცდარი და არასწორი, ამ კრიტიკულ სიტუაციაში. მე დეტალებში არ ჩავალ და არც მაინტერესებს, სიმართლე გითხრათ.

საავიაციო ინდუსტრია არის ნომერ პირველი, რომელმაც ყველაზე დიდი ზარალი განიცადა. გამონაკლისი არც „აირზენაა“, მაგრამ ეს დამოკიდებულება, რაც ჩვენ მოვისმინეთ, არაა სწორი. იცით ჩემი დამოკიდებულება პრემიერ გახარიას მიმართ, მაგრამ მე ვიყავი პირველი, ვინც შევთავაზე მთავრობას გვერდში დადგომა ამ რთულ სიტუაციაში. აქ პერსონალური ამბები უნდა გადავწიოთ გვერდზე და ყველა გავერთიანდეთ, რათა ქვეყანა გამოვიყვანოთ ამ მდგომარეობიდან. დღეს ბიზნესს უნდა შესთავაზო კონკრეტული პაკეტი და არა რაღაც საუბრები, რომ გვერდში დაგვიდექით“,- განაცხადა ხაზარაძემ.

ცნობისთვის, გუშინ გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ „კომპანია „აირზენას“ დირექტორი ელოდება იმას, რომ რაც შეიძლება მეტ ფულს გადაუხდიან და სხვას არაფერს”.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა