მარნეულის 30 მცხოვრები, რომლებიც საჩხერესა და ჭიათურაში ინფრასტრუქტურის სამუშაოებზე იყვნენ დასაქმებული, საჩხერეში კარანტინში მოათავსეს

საჩხერეში, სამედიცინო ცენტრთან არსებულ სასტუმროში მარნეულის 30 მკვიდრი შეიყვანეს. როგორც დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფროსი გოჩა გიორგიძე აცხადებს, ისინი საჩხერესა და ჭიათურაში საგზაო სამუშაოებზე მუშაობდნენ.

მისი ინფორმაციით, მოქალაქეები რამდენიმე დღის ჩასული არიან საჩხერესა და ჭიათურაში, ამიტომ უსაფრთხოების მიზნით, კარანტინში გადაიყვანეს. მათგან რამდენიმეს ტემპერატურა დაუდასტურდა, თუმცა ჯერ კლინიკაში გადაყვანა არ გახდა აუცილებელი.

მისივე ინფორმაციით, აღნიშნულ პირებს დაინფიცირებულ მარნეულელ ქალთან კონტაქტი არ ჰქონიათ. ამ დროისთვის იმერეთის 4 საკარანტინო ზონაში 429 მოქალაქეა მოთავსებული. მათი ნაწილი საკარანტინო სივრცეს დატოვებს და თვითიზოლაციაში გადავა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა