ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები კორონავირუსის პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში დუშეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას შეხვდნენ

ახალი კორონა ვირუსის (COVID-19) საპრევენციო ღონისძიებების შესახებ დუშეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ინფორმირების მიზნით, მცხეთა-მთიანეთის მხარის რწმუნებული შალვა კერესელიძე, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი ზურაბ სეხნიაშვილი და მერის მოადგილე ზაქარია ხეხელაშვილი ჭონქაძის და ბაზალეთის ადმინისტრაციულ ერთეულებში იმყოფებოდნენ.ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დუშეთის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს.

ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა ისაუბრეს მთავრობისა და ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების გათვალისწინების აუცილებლობაზე და მაცხოვრებლებს აღნიშნულ სიტუაციაში სახლებში ყოფნა ურჩიეს, აგრეთვე გააცნეს მუნიციპალიტეტის მიერ უკვე გადადგმული და დაგეგმილი ნაბიჯები, მოხალისეთა ჯგუფის საკონტაქტო მონაცემები და ინსტრუქციები გადაუდებელი საჭიროებისას.

„საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ 23 მარტს გამოცემული N181 ბრძანების საფუძველზე, ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების საწინააღმდეგოდ, ერთ თვიანი საგანგებო მდგომარეობის ვადით, დუშეთის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა შეზღუდვა დაწესდა, მათ შორის: აიკრძალა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა, ფიზიკურ პირთა თავშეყრა 10 პირზე მეტი რაოდენობით და სხვადასხვა სოციალური ღონისძიებები. შეზღუდვები შეეხო საჯარო დაწესებულებებს, საჯარო სკოლებს, სკოლამდელი აღზრდის ფილიალებს, კვების ობიექტებს და ა.შ.

აღნიშნული რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგის პროცესში მოხალისეთა ჯგუფები, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერების წარმომადგენლები და საკრებულოს დეპუტატები აქტიურად არიან ჩართულნი.

დღევანდელი მდგომარეობით, დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 22 პიროვნება იმყოფება თვითიზოლაციაში, 31 ადამიანი მოთავსებულია სასტუმრო „მთვრალ ალუბალში“ (კურორტი გუდაური), ხოლო კარანტინის პირობებში არცერთი მოსახლე არ არის გადაყვანილი.

მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრები მუნიციპალიტეტში აქტიურად გაგრძელდება“,-ნათქვამია ინფორმაციაში.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა