კახა კალაძე იტალიელებს - როგორც თბილისის მერი და როგორც ერთი მილანელი ბიჭი, თქვენ გვერდით ვდგავარ, ქართველ ხალხთან ერთად

როგორც თბილისის მერი და როგორც ერთი მილანელი ბიჭი, თქვენ გვერდით ვდგავარ ქართველ ხალხთან ერთად, - ამ სიტყვებით დედაქალაქის მერი კახა კალაძე იტალიელებს მიმართავს.

როგორც სოციალურ ქსელში კახა კალაძე წერს, ის ღრმა მწუხარებას გამოთქვამს, რომ მსოფლიოს ერთ-ერთი უსაყვარლესი ქვეყნა, იტალია, რომელიც კალაძის თქმითვე, მისი მეორე სახლია, დღეს იტანჯება.

„სამწუხაროდ, დღეს მსოფლიო მძიმე რეალობის წინაშე დგას. მთელი გულით ვგულშემატკივრობ კორონავირუსით დაავადებულ ადამიანებს. ასევე, მინდა გულწრფელი მადლობა გადავუხადო ყველა ექიმს, თავდაუზოგავი და გმირული საქმიანობისთვის.

ღრმა მწუხარებას და პატივისცემას გამოვხატავ მსოფლიოს ერთ-ერთი უსაყვარლესი ქვეყნის, იტალიისადმი, რომელიც ჩემი მეორე სახლია. ეს არის ქვეყანა, რომელმაც უდიდესი სიყვარულით, თანადგომით მიმიღო და მაჩუქა ჩემი ცხოვრების ყველაზე განსაკუთრებული წლები. შესაბამისად, ჩემთვის კიდევ უფრო გულსატკენია იმის ნახვა, თუ როგორ იტანჯება დღეს იტალია.

როგორც თბილისის მერი და როგორც ერთი მილანელი ბიჭი, თქვენ გვერდით ვდგავარ, ქართველ ხალხთან ერთად. ასეთ დროს აუცილებელია, რომ ერთად და ძლიერად ვიდგეთ. სწორედ ამ პატივისცემისა და სიყვარულის ნიშნად, თბილისის სიმბოლო-ანძა, გავანათეთ იტალიის დროშის ფერებში. იტალია, თქვენთან ვართ და ამ გასაჭირს ერთად გადავიტანთ!თავს გაუფრთხილდით!“, - წერს კახა კალაძე „ინსტაგრამზე“.

გია ხუხაშვილი - ძალადობრივი მოქმედების ტრენდს  ხელისუფლება ამკვიდრებს, საზოგადოება ცდილობს ამისგან თავი დაიცვას და შემდეგ ამას ისევ ხელისუფალი უწოდებს ძალადობას, ასეთია ჩვენში დამკვიდრებული ძალადობის ანატომია
ქართული პრესის მიმოხილვა 29.06.2026
სიახლე PSP-ში - ინტენსიური ჰიდრატაციის ახალი სტანდარტი Rexaline-ისგან
Air Astana ყაზახეთსა და საქართველოს შორის ავიამიმოსვლის 15 წელს აღნიშნავს
ნებისმიერი მიმართულებით ტრანსპორტის ბილეთის შეძენა უკვე ერთ სივრცეში - TKT.GE-ზეა შესაძლებელი
ტოიოტა ცენტრი თეგეტა Ichiban Award-ის მფლობელი ზედიზედ მეორედ გახდა