ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია 500 ძელსკამის შეძენა-დამონტაჟებაში 181 500 ლარს გადაიხდის

ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია 500 ძელსკამის შეძენა-დამონტაჟებაში 181 500 ლარს გადაიხდის. სკამების შესასყიდად მერია აუქციონის გარეშე ტენდერს აცხადებს.

ტენდერის პირობების თანახმად, მერიას თითო სკამის შეძენა დამონტაჟება 363 ლარი დაუჯდება.

სატენდერო დოკუმენტაციის მიღება 29 მარტს დაიწყება და 1-ელ აპრილს დასრულდება. შეთავაზების კლების ბიჯი 3600 ლარი, ხოლო გარანტიის ოდენობა 1815 ლარია. გარანტიის მოქმედების ვადა 160 დღე.

სატენდერო პირობების თანახმად, „მიმწოდებელი“ ვალდებულია ხელშეკრულების დადებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში უზრუნველყოს 60 ძელსკამების შეძენა-მონტაჟი „შემსყიდველი“-ს მიერ მითითებულ მისამართებზე, ხოლო დანარჩენი ძელსკამების შეძენა-მონტაჟი უნდა უზრუნველყოს ეტაპობრივად, მოთხოვნილი რაოდენობიდან გამომდინარე, არაუმეტეს 60 კალენდარული დღის ვადაში, „შემსყიდველი“-ს მიერ მითითებულ მისამართებზე.

„მიმწოდებელი“ ვალდებულია ძელსკამების შეძენა-მონტაჟი სრულად უზრუნველყოს ხელშეკრულების დადებიდან 2020 წლის 1 ნოემბრის ჩათვლით. „მიმწოდებელი“ ასევე ვალდებულია ხელშეკრულების დადებიდან 5 (ხუთი) კალენდარული დღის ვადაში შეუთანხმოს „შემსყიდველს“ ძელსკამების ესკიზი/ნიმუში.

ძელსკამების შეძენა-მონტაჟი უნდა განახორციელდეს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე. შესრულებული სამუშაოს სრულფასოვანი ფუნქციონირების საგარანტიო ვადათ განისაზღვრება 2 წელი, რომლის განმავლობაშიც „მიმწოდებელი“ ვალდებულია საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს ექსპლოატაციის პროცესში წარმოქმნილი ხარვეზების აღმოფხვრა. აღნიშნული არ გულისხმობს საანგარიშო პერიოდში დაზიანების აღდგენას, თუ დაზიანება გამოწვეული იქნება დაუძლეველი ძალის ზეგავლენით ან გარეშე ძალის ზემოქმედებით“, - აღნიშნულია ქუთაისის მერიის მიერ გამოცხადებულ სატენდერო მოთხოვნებში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა