კახეთის რეგიონში 7 საკარანტინე ლოკაციაზე 401 მოქალაქე იმყოფება

კახეთში რეგიონში ეპიდსიტუაცია სატბილურია, დღეის მდგომარეობით ახალი კორონავირუსის არცერთი ლაბორატორიული შემთხვევა არ დადასტურებულა, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის კახეთის რეგიონულ განყოფილებაში განაცხადეს.

განყოფილების ხელმძღვანელის, ნელი ხიზანიშვილის თქმით, რეგიონში 7 საკარანტინე ლოკაციაზე 401 მოქალაქე იმყოფება, მათგან ორი პირი ტემპერატურის მომატების გამო, თბილისის სავადმყოფოში გადაიყვანეს და ელოდებიან კვლევის პასუხს.

თვითიზოლაციაში რეგიონის მასშტაბით 403 მოქალაქე იმყოფება, ხოლო 23-ს მეთვალყურეობის ვალდებულება მოეხსნა.

მისივე თქმით, ეთნიკურად აზერბაიჯანულ დასახლებაში საზოგადოებრივი ჯანდაცვის წარმომადგენლები ყველა საეჭვო შემთხვევას იკვლევენ. ამ ეტაპზე მარნეულის შემთხვევასთან არცერთი კონტაქტი ან კავშირი არ იკვეთება.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა