ქუთაისის მერია - ქუთაისში ინფრასტრუქტურული სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს

ქუთაისში საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტები გრძელდება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ქუთაისის მერიიდან აცნობეს, ამ დროისთვის სამუშაოები გრიშაშვილის ქუჩაზეც მიმდინარეობს.

ქუთაისის მერიის ინფორმაციით, გრიშაშვილის ქუჩა ქალაქის ერთ-ერთი უძველესი ქუჩაა და აქ საგზაო-სარეაბილიტაციო სამუშაოები დიდი ხანია არ ჩატარებულა. მათივე ცნობით, გზის სრული რეაბილიტაცია მიმდინარე წლის თებერვალში დაიწყო. გრიშაშვილის ქუჩაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები ქუთაისის მერმა მოინახულა.

„გრიშაშვილის ქუჩაზე დაიგება ასფალტის ახალი საფარი, მოეწყობა ტროტუარი, გრანიტის ფილებით გაკეთდება ბორდიურები და სანიაღვრე არხები, გათვალისწინებულია გაზონებისა და მწვანე კუნძულების მოწყობაც, შესაბამისი განათებით“, - აცხადებს ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია.

„გრიშაშვილის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები 924 000 ლარის ღირებულებისაა. სამუშაოებს შპს „ნიუპოვერი“ასრულებს, პროექტი ივნისის შუა რიცხვებისთვის დასრულდება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა