ანაკლიის სასტუმროებში, სადაც საკარანტინო ზონებია მოწყობილი, 87 ადამიანი იმყოფება, მათ შორის ერთი არასრულწლოვანია

ანაკლიის სასტუმროებში, სადაც საკარანტინო ზონებია მოწყობილი, 87 ადამიანი იმყოფება, მათ შორის ერთი არასრულწლოვანია. როგორც ჟურნალისტებს რეგიონის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა ნანა ოდიშარიამ განუცხადა, არც ერთ მათგანს ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები არ აღენიშნება და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებლია.

„დღეს ჩვენს საკარანტინო სივრცეში, რომელიც მოქმედებს ანაკლიაში, იმყოფება 87 ადამიანი. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და არც ერთს არ აღენიშნება ვირუსისთვის დამახასიათებელი ნიშნები. ერთი არის მცირეწლოვანი. ძირითადი ნაწილი არის სხვადასხვა რეგიონებიდან, აქედან ცხრა პირი არის მარნეულიდან. მათ არ ჰქონიათ პირდაპირი კონტაქტი დაინფიცირებულ ქალბატონთან, მაგრამ რადგან რეგიონი რისკის შცვლელია, გადმოყვანილ იქნენ საკარანტინო სივრცეში“,- აცხადებს ოდიშარია.

სამეგრელო-ზემო სვანეთში ამ ეტაპზე თვითიზოლაციას 358 ადამიანი გადის, თვითიზოლაციის პერიდი მოეხსნა 69-ს, საკარანტინო სივრცეში იძულებით გადაიყვანეს 27 პირი.

იხილეთ ვიდეო: ანაკლიის სასტუმროებში, სადაც საკარანტინო ზონებია მოწყობილი, 87 ადამიანი იმყოფება, მათ შორის ერთი არასრულწლოვანია

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო