მამუკა ხაზარაძე - კორონავირუსთან საბრძოლველად თანხის ნაწილი, 30 000 ლარი სამედიცინო პერსონალის პრემია-დანამატებისთვის ინფექციურ საავადმყოფოში უკვე გადავრიცხეთ

პოლიტიკური გაერთიანება "ლელო საქართველოსთვის" დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის განცხადებით ახალ კორონავირუსთან ბრძოლისკენ მიმართული ღონისძიებების ფარგლებში პირველადი შენატანის, 100 000 ლარის ნაწილი, რომელიც მისმა ოჯახმა ფონდს შესწირა ინფექციურ საავადმყოფოს უკვე გადაერიცხა. მამუკა ხაზარაძის განცხადებით, 30 000 ლარი სამედიცინო პერსონალის სახელფასო დანამატებისთვის არის განკუთვნილი.

როგორც ხაზარაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, კორონავირუსს ქვეყანა დაამარცხებს, თუ იქნება მობილიზება და დისციპლინარულად მივყვებით ნაბიჯებს, რომელიც გასაკეთებელია.

"რაც შეეხება ჩემი ოჯახის შემოწირულობას, სამწუხაროდ, იცით, რომ ჩემი და ბადრი ჯაფარიძის ანგარიშები, აბსოლუტურად უკანონოდ და უსაფუძვლოდ, არის დაყადაღებული. შესაბამისად, ის წვლილი,რომლის საშუალებაც ამ ეტაპზე ჩემ ოჯახს ჰქონდა, 100 000 ლარი, პირველადი შენატანი, რაღაც ნაწილი უკვე გადავრიცხეთ ინფექციურ საავადმყოფოში, 30 000 ლარი პერსონალის პრემია-დანამატებისთვის, ასევე ჩვენმა კომპანიამ საჭირო აღჭურვილობის შესყიდვა დაიწყო, ნაწილი უკვე გაიგზავნა საავადმყოფოში. ვაპირებთ მსგავსი აღჭურვილობით ჩვენი ყოფილი კომპანიებიდან, ვინც შემოგვიერთდა ამ ინიციატივაში, სხვადასხვა მიმართულებით დახმარებას. ძირითადად ეს იქნება სამედიცინო პერსონალის და აღჭურვილობის უზრუნველსაყოფად. ახლა ვფიქრობთ, სერიოზული ფონდის გაკეთებას ბავშვთა დასახმარებლად, რადგან უპირველეს ყოვლისა ჩვენ ბავშვების და მოხუცების უზრუნველსაყოფად უნდა ვიზრუნოთ“,- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

მისივე თქმით, მათმა მხარდამჭერებმა ხანდაზმულებს უკვე დაურიგეს საკვები.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა